logo_geo
როგორ გრძნობს თავს ვაქცინაციის შემდეგ ნიკოლოზ გამყრელიძე
- +

2 აპრილი. 2021. 02:19

 

 

„თავს ვგრძნობ ჩვეულებრივად, ოდნავ სისუსტე მაქვს, რაც აცრის პირველ დღეს დამახასიათებელია“, -ამის შესახებ „ევექსის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ნიკოლოზ გამყრელიძემ „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.

 

 

„არ მაქვს არც სიცხე და არც მკლავის ტკივილი, ჩვეულებრივად ვარ. დილით სამსახურში წასასვლელად ვემზადები. შემდეგი დოზა 8 კვირაში მიწევს, მაისი ბოლოს ავიცრები“, - განაცხადა ნიკოლოზ გამყრელიძემ.

 

ცნობისთვის, ნიკოლოზ გამყრელიძე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი