logo_geo
დათო ლორთქიფანიძე: კონსტიტუციით, პრეზიდენტი არ არის მთავრობის მეთაური
- +

17 აპრილი. 2017. 16:14



მერვე მოწვევის პარლამენტის და „ქართული ოცნების" წევრმა დათო ლორთქიფანიძემ გაზეთ „ახალ თაობასთან" ინტერვიუში პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გიორგი მარგველაშვილის ტონი მისთვის მიუღებელი იყო.


„პრეზიდენტის ტონი ჩემთვის მიუღებელი იყო, როდესაც მან უმრავლესობას „შეახსენა", რომ უმრავლესობამ ჩაიკეტა თავის წრეში. ის პარლამენტზე ზედამხედველის ფუნქციით არ არის აღჭურვილი და ასეთი განცხადება საკონსტიტუციო უმრავლესობის მიმართ, უბრალოდ რომ ვთქვათ, ლამაზად არ ჟღერს.

 

კონსტიტუციით, პრეზიდენტი არ არის მთავრობის მეთაური. პრეზიდენტს არ აქვს უფლება, მთავრობას დაუძახოს, თავისთან შეკრიბოს, მოუსმინოს და დავალებები მისცეს. მით უმეტეს, ბატონი მარგველაშვილი პარლამენტს დავალებებს ვერ მისცემს. საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება მისი უფლებამოსილების სფეროდან გასულია. ეს არ გაუკეთებია „ქართულ ოცნებას", „ნაციონალურმა მოძრაობამ" გააკეთა. პრეზიდენტს უფლებამოსილებები „ნაცმოძრაობამ" ჩამოართვა", - აღნიშნა დათო ლორთქიფანიძემ. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი