logo_geo
მიხეილ გიორგაძე: ეს პირად გამორჩენაზე ორიენტირებული ამბავია...
- +

17 აპრილი. 2017. 17:25


 

„ეს ყველაფერი მოდის განაწყენებიდან", - განაცხადა კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ გაზეთ „ვერსიასთან" საუბრისას ბოლო დღეებში თეატრალურ სამყაროში შექმნილ დაძაბულ სიტუაციაზე.

 

„არ მგონია, რომ ბოლო დღეებში თეატრალურ სამყაროში ატეხილ აურზაურს პოლიტიკური სარჩული ჰქონდეს. ბევრად მარტივი და ბანალური ამბავია - კონკრეტული თეატრის ხელმძღვანელის განაწყენება იმასთან დაკავშირებით, რომ მას და მის სურვილებს ულიმიტო ფინანსური ასპარეზი არ აქვს; რომ წელს ვეღარ მივეცით საშუალება, ერთთვიანი გასტროლი მოეწყო ედინბურგის ფესტივალზე მაშინ, როცა ძირითად პროგრამაში არ არის და ე.წ. ფრინჩში მონაწილეობს, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს, ვინც იტყვის, რომ თეატრია, ჩავა და დაწესებულ გადასახადს გადაიხდის, მონაწილეობის უფლება აქვს. ეს ყველაფერი მოდის განაწყენებიდან და პირად გამორჩენაზე ორიენტირებული ამბავია", - განმარტა მიხეილ გიორგაძემ.

 


 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი