logo_geo
მიხეილ გიორგაძე: თავად რას აკეთებთ ამისთვის? - არაფერს!
- +

17 აპრილი. 2017. 17:26


 

„არ შეიძლება, ყველა პრობლემა გადაამისამართო ცენტრალურ ხელისუფლებაში", - განაცხადა კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ გაზეთ „ვერსიასთან" საუბრისას თეატრალურ სამყაროში ბოლო დღეებში  შექმნილ დაძაბულ სიტუაციაზე.

 

„ხშირად მწერენ რეგიონებისა თუ ქალაქების ხელმძღვანელები - ისტორიული ძეგლი ინგრევა, კულტურის სამინისტროვ, გამოყავი თანხა და რეაბილიტაცია ჩაუტარეო... თავად რას აკეთებთ, მეგობრებო, იმისთვის, თქვენს ქალაქში, თქვენს რეგიონში ასეთ მნიშვნელოვან ძეგლს საფრთხე არ დაემუქროს? - არაფერს! არადა, კანონით, ვალდებულები არიან, ასე მოიქცნენ. არ შეიძლება, ყველა პრობლემა გადაამისამართო ცენტრალურ ხელისუფლებაში", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი