logo_geo
ზურა მანჯავიძე: ცხოვრებაში იმას ვნანობ, რომ საკუთარი განვითარებისა და სწავლისთვის ბევრი დრო უნდა დამეთმო
- +

10 აპრილი. 2021. 16:46

 

მომღერალმა ზურა მანჯავიძემ, ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში თავის განვლილ ცხოვრებაზე და ყველაზე დიდ სინანულზე ისაუბრა:

 

 

„15 წლიდან ვმუშაობდი ხან სანიტრად და ხან რკინიგზაში. სანიტრად იმიტომ, რომ ექიმობა მინდოდა და სამედიცინოზე ვაპირებდი ჩაბარებას. რკინიგზაში კი, საესტრადო სასწავლებელში სტუდენტობის დროს, ოთხ დღეში ერთხელ ვმორიგეობდი, გამსინჯველი ვიყავი. სატვირთო დეპოში ვაგონი რომ ჩამოდგებოდა, „სატორმუზოში“ ვამოწმებდი ჰაერს. მატარებლების შემოწმებაში მთელი ერთო წელი ღამის თენება მიწევდა. მერე ქამრების ცეხში ვმუშაობდი, მერე პერანგების სამკერვალო ცეხიც მქონდა, მაგრამ არც ფულს ჰქონდა ძალა და არც ბიზნესში აღმომაჩნდა დიდი გასაქანი. ჟურნალისტადაც კი ვმუშაობდი – საინფორმაციოსთვის სიუჟეტებს ვამზადებდი. უშტატოდ ვიყავი, მაგრამ პერსპექტივა მქონდა და მერე იქიდანაც წამოვედი. მოკლედ, რა არ მაქვს ნაცადი ცხოვრებაში, სად არ მიმუშავია . რაც შეეხება წასვლას, იყო რამდენიმე ქვეყანაში სამუშაოდ წასვლის ვარიანტი, მაგრამ კიდევ კარგი ვერ მოვახერხე. ასე რომ, ყველაზე მეტად ცხოვრებაში იმას ვნანობ, რომ საკუთარი განვითარებისა და სწავლისთვის ბევრი დრო უნდა დამეთმო.“ - განაცხადა ზურა მანჯავიძემ.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი