logo_geo
რომელი კატეგორია შეიძლება აცრან ბინაზე - ამირან გამყრელიძის განმარტება
- +

13 აპრილი. 2021. 02:58

 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა ისეთი სერვისის შექმნაზე, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება იმ ადამიანების სახლიდან გაუსვლელად აცრა, ვისაც გადაადგილების პრობლემა აქვთ.

 

ხომ არ იგეგმება ისეთი სერვისის შემუშავება, რომელიც ადგილზე აცრის ასაკოვან ადამიანებს, ვისაც ჯანმრთელობის დამატებითი პრობლემა აქვთ, გამყრელიძე ასე პასუხობს:

 

„იმუნიზაციის საბჭოზე იყო მსჯელობა, რომ მალე შევთავაზებთ ასეთ სერვისს, ამ ადამიანებს. ჩვენთან ძალიან აქტიურად მუშაობს მოხალისეთა ჯგუფები, წითელი ჯვარი და ასევე სამედიცინო ფაკულტეტების სტუდენტების ჩართვაც უნდა მოხდეს. ამ ადამიანებს ადგილზე უნდა ჩაუტარდეთ ვაქცინაცია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ  „ფორმულას“ ეთერში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი