logo_geo
ბიძინა კულუმბეგოვი: არავითარი თეორიული შანსი, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ რეპროდუქციაზე იმოქმედოს, არ არსებობს
- +

16 მაისი. 2021. 12:24

 

 

„არავითარი მინიშნება, რომ ვაქცინას რეპროდუქციულ ფუნქციაზე გავლენის ქონა შეუძლია, არ არსებობს“, - ამის შესახებ ბიძინა კულუმბეგოვმა „დილის შოუში“ განაცხადა. იმუნოლოგ-ალერგოლოგის თქმით, ასეთი კითხვა პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიმართაც არ ისმის, ეს ვირუსი კი საშვილოსნოს ყელის კიბოს იწვევს.

 

„ამიტომ, არავითარი თეორიული შანსი, რომ რეპროდუქციაზე იმოქმედოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ, არ არსებობს. მაგრამ აუცილებლად უნდა განვუმარტოთ მოსახლეობას, განსაკუთრებით სკეპტიკურად განწყობილ ადამიანებს, რომ კორონავირუსი თავისთავად უზარმაზარი რისკია ნებისმიერი ასეთი სიტუაციის დროს, განსაკუთრებით ორსულობის დროს. ამიტომ, თუ ადამიანები ორსულობას გეგმავენ, იმისთვის რომ პროცესი უსაფრთხოდ წავიდეს, ბოლომდე მივიდეს და დაგვირგვინდეს ახალშობილი მოვლენით ქვეყანაზე, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ასეთმა ადამიანებმა წინასწარი პრევენცია გაიკეთონ“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

 

big_banner
არქივი