logo_geo
რუსუდან მუმლაძე: პირადი ნიშნით ჰქონდა ჩემს დისკრიმინაციას ადგილი
- +

18 მაისი. 2021. 14:29

 

„ეს რა ხდება, ნიკა-თქო და დაიწყო თავის მართლებები და ბოლოს ძალიან გამიკვირდა, მაგრამ მითხრა, ასე იქნება სულო“, - მომღერალი რუსუდან მუმლაძე გადაცემა „ფარულ კონვერტში“ 2010 წელს მომხდარ ფაქტს იხსენებს.

 

„2010 წელს გამოცხადდა კონკურსი, მაშინ წინა მთავრობა იყო. გავაკეთე 2 სიმღერა, ორივე ჩემი სიმღერა, დახურული მოსმენა იყო, სადაც არ იცოდნენ, ვისი იყო, თორემ იქვე ჩამხსნიდნენ ალბათ. ერთ-ერთი სიმღერა მოხვდა 25 სიმღერას შორის, დამირეკეს და მითხრეს, რომ მივსულიყავი მეორე ტურში. მართლაც მივედი, დუეტი გვქონდა მე და გიორგი წიკლაურს. ვხედავ, პარტერში ზის  ნიკოლოზ რაჭველი. სახეზე ეტყობა, რომ დადებითად აღიქვამს ამ ჩემს სიმღერას. მოდის ქალბატონი მარინა ბერიძე და ყურში რაღაცას ეუბნება, ნიკა შეეცადა, რომ არ შეემჩნია, მაგრამ მაინც შეეტყო. რამდენიმე ხანში მირეკავენ, რომ არ გადავიდა ჩემი სიმღერა. ნიკას რომ დავუწყე, დაიწყო ერთმანეთზე გადაბრალებები, რომ მე არ ამომიღია, იმან ამოიღოო, როგორც ხდება ხოლმე. მე ამ სიმღერის მუსიკალური შეფასება მოვითხოვე, ამის უფლება მქონდა. რასაკვირველია, გამიჩნდა პროტესტი, ავდექი და მივედი პირდაპირ მარინასთან. ეს იყო სახელმწიფო პროექტი და არა კერძო, პირადი ნიშნით ჰქონდა ჩემს დისკრიმინაციას ადგილი. კონკურსში  დავბრუნდი, 25-დან აირჩიეს 22 სიმღერა, რომელიც საბოლოო ჯამში დარჩა და მიდის ბათუმში. სანამ წავიდოდით, წინა დღეს იყო რეპეტიცია და მეორე დღეს კონცერტი. ნაყიდი მაქვს ახალი ტანისამოსი, ჭკუაზე არ ვარ და კენჭისყრაზე ჩემი სახელი არ იყო, ტყუილად ჩამიყვანეს ბათუმში, რომ მერე იქიდან გამოვეშვი. ნიკას ვკითხე, ეს რა ხდება, ნიკა-თქო და დაიწყო თავის მართლებები და ბოლოს ძალიან გამიკვირდა, მაგრამ მითხრა, ასე იქნება სულო. მას თუ ეს სიტყვები არ ახსოვს, მე ძალიან კარგად მახსოვს“, - განაცხადა რუსუდან მუმლაძემ.

big_banner
არქივი