logo_geo
დათუნა სულიკაშვილის სილუეტები და ფერები 2021 წლის ზაფხულისთვის
- +

25 მაისი. 2021. 02:21

 

დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი ჟურნალ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში 2021 წლის ზაფხულის ტენდენციებზე საუბრობს.

 

 

„მიუხედავად იმისა, რომ ჩემი უსაყვარლესი ფერებია შავ-თეთრი და ოდესღაც სამყაროსაც შავ-თეთრად ვხედავდი, ამ პანდემიის დროს მივხვდი, რომ ფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ამ სეზონზე მომხმარებელს ბევრ ფერს ვთავაზობ, სტილი კი თავისუფალი და კომფორტულია. მინდა, ჩემმა მომხმარებელმა თავი კომფორტულად იგრძნოს, გამოიყურებოდეს ელეგანტურად და განსხვავებულად, არ ჰგავდეს სხვას. ფეხსაცმელი იქნება დაბალი. მე ძალიან მიყვარს ქუსლი, თუმცა, შეუძლებელია ქუსლებით სიარული მარკეტში ამ სხვაგან, სადაც დღეს გვიწევს მისვლა-მოსვლა, ამიტომ ჩემი ფეხსაცმელი იქნება ღია ან დახურული, მაგრამ დაბალი. ამ სეზონზე, ძირითადად, იქნება შარვლები, მაგრამ ვცდილობ, წელი იყოს დაფიქსირებული და არა - ფართხუნა და თავისუფალი. ყოველთვის ვცდილობ, შევინარჩუნო სილუეტი და არ დავკარგო ფორმა. კაბები იქნება გაშლილი, დაღილული. პარიზში შევუკვეთე ვინტაჟური ღილები, რომლებითაც გავაკეთე ახალი კოლექცია“, - ამბობს სულიკაშვილი.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი