logo_geo
ჯუანშერ ბურჭულაძე: დღეს ჩვენი ჯარისკაცები, ჯარი არის მზად ისე, როგორც არასდროს
- +

26 მაისი. 2021. 18:28

 

„მორალურად დღეს ჩვენი ჯარისკაცები, ჯარი არის მზად ისე, როგორც არასდროს ჩვენს უახლოეს წარსულში“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ „ქრონიკაში“ სტუმრობისას განაცხადა.

 

მან ბოლო პერიოდში თავდაცვის უწყებაში განხორციელებულ მიღწევებზე ისაუბრა, რამაც ქართველი ჯარისკაცების მოტივაცია აამაღლა.

 

„იმ პოლიტიკის დამსახურებით, რაც ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაიწყო თავდაცვის უწყებაში, ჩვენ ვაფასებთ ჩვენს ჯარისკაცებს და მორალურად დღეს ჩვენი ჯარისკაცები, ჯარი არის მზად ისე, როგორც არასდროს ჩვენს უახლოეს წარსულში. ამ ზრუნვამ კონკრეტული შედეგი გამოიღო და დღეს ჯარისკაცს საუკეთესო სოციალური პირობები აქვს. კერძოდ, დაზღვევა, რომელიც ყველა მის ოჯახის წევრზე ვრცელდება; ის, რომ ოფიცერი სიმბოლურ ფასად, გარანტირებულად მიიღებს ბინას. პირველ ეტაპზე ეს უკვე განვახორციელეთ და ეს განგრძობითი იქნება. ჯარისკაცებს აქვთ საუკეთესო კვება. ჩვენი ჯარისკაცი იკვებება იმ სტანდარტით, რაც ქვეყანაში უმაღლესია. ასევე, ქართული ჯარისკაცს საქართველოში წარმოებული უმაღლესი დონის უნიფორმა აცვია. ეს ყოველივე განაპირობებს, რომ ჩვენი ჯარისკაცის მორალი, განწყობა ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მინისტრმა.

 

მისივე თქმით, მათ ბოლო ორ წელიწადში წარმოუდგენელი შედეგი მიიღეს და ეს პროცესი გაგრძელდება. ჩვენი ჯარისკაცები მორალურად მოწოდების სიმაღლეზე იქნებიან.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი