logo_geo
თენგიზ ცერცვაძე: ინდური შტამის წინააღმდეგ განსაკუთრებული ზომების მიღება აუცილებელი არაა
- +

28 მაისი. 2021. 22:14

 

„ინდური შტამის წინააღმდეგ, რამე განსაკუთრებული ზომების მიღება აუცილებელი არაა, უბრალოდ უფრო ზედმიწევნით უნდა დავიცვათ წესები. დანარჩენს სამედიცინო კლინიკური სექტორი გააკეთებს“, - ამის შესახებ „ქრონიკას“ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა.

 

„გაძლევთ პირობას, რომ პაციენტები და მოსახლეობა იმას, რომ ინდური შტამი უფრო მძიმე დაავადებას იწვევს, ვერ იგრძნობს“, - განაცხადა ცერცვაძემ.

 

საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი 27 მაისს დაფიქსირდა.

big_banner
არქივი