logo_geo
მაკა ზამბახიძე: ეს ხილული სასწაული არასდროს დამავიწყდება…
- +

22 აპრილი. 2017. 14:09


 

„ეს ხილული სასწაული არასდროს დამავიწყდება", - განაცხადა მომღერალმა მაკა ზამბახიძემ ჟურნალ „გზასთან" საუბრისას.


„წილად მხვდა ბედნიერება, რომ იერუსალიმში, აღდგომის ტაძარის მომელოცა. არც კი ვიცი, ის განცდები სიტყვებით როგორ გადმოგცე, მაგრამ ყველა გამიგებს, ვისაც წმინდა მიწაზე, ამ ტაძარში ერთხელ მაინც დაუდგამს ფეხი. ეს ემოცია ყველამ საკუთარ თავზე უნდა გამოსცადოს. ვიდრე ცეცხლის გადმოსვლის სასწაული მოხდება, ტაძარში განათებას თიშავენ. ყველანი ამ სასწაულის მოლოდინში რომ ვიყავით, უეცრად, ტაძრის გუმბათზე ნათება შევნიშნე და გავოცდი, ჩემს მეგობრებსაც დავანახე. თავდაპირველად, ღვთისმშობელი გამოისახა, შემდეგ იესო, ბოლოს სამება, რომელიც ცეცხლის გადმოსვლის მერე, თანდათან გაფერმკრთალდა. ეს ხილული სასწაული არასდროს დამავიწყდება", -აღნიშნა მაკა ზამბახიძემ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი