logo_geo
ილო ბეროშვილი: „რესტარტი“ ადამიანს კი არა, კომპიუტერსაც სჭირდება… ეს დასვენება საჭირო იყო
- +

22 აპრილი. 2017. 14:14


 

 

„არ ვიცი, პრეცედენტი თუ არსებობს, როცა ადამიანი არის დილის გადაცემის წამყვანი და პარალელურად მუშაობს ღამის გადაცემაზე", - განაცხადა შოუმენმა და მსახიობმა ილო ბეროშვილმა  ჟურნალ „გზასთან" საუბრისას.


მას შემდეგ, რაც „იმედზე" სხვა გასართობ გადაცემებთან ერთად, „ილო ბეროშვილის შოუც" დაიხურა, შოუს წამყვანს 3-თვიანი დასვენების პერიოდი ჰქონდა. ამბობს, რომ ეს საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. ახლა სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები" თამაშობს. ყოველთვის სურდა, საკუთარი თავი სამსახიობო საქმეში გამოეცადა და ეს დღეც დადგა: მან ბიზნესმენ შავლეგ მადლიანის როლი მოირგო.

 

„ადგილი, სადაც წლები გაქვს გატარებული, ბუნებრივია, მოგენატრება. ადამიანები მენატრებიან, რომლებთან ერთადაც შოუში და დილის გადაცემაზე ვმუშაობდი. კონტრაქტი დასრულდა, არხზე რეორგანიზაცია მოხდა და ჩვენ ცივილიზებული საუბარი გვქონდა. „ილო ბეროშვილის შოუს" შევეჩვიე და არ გამოვრიცხავ, ოდესმე ღამის შოუს ფორმატის გადაცემას დავუბრუნდე. ყოველთვის მაინტერესებდა, სამსახიობო ხელოვნებაში საკუთარი თავი გამომეცადა. მე ხომ პროფესიით მსახიობი არ ვარ, მაგრამ გზადაგზა ბევრი რამ ვისწავლე, გამოცდილება დამიგროვდა. იმ პერიოდში, როცა საზოგადოების წინაშე აქტიურად ვჩანდი, ჩემს ცხოვრებაში უამრავი რამ მოხდა, მქონდა პირადი პრობლემებიც. იყო პერიოდი, როცა ერთდროულად სამ პროექტზე ვმუშაობდი. იმ რეჟიმს თან დიდი სტრესიც ახლდა. არ ვიცი, პრეცედენტი თუ არსებობს, როცა ადამიანი არის დილის გადაცემის წამყვანი და პარალელურად მუშაობს ღამის გადაცემაზე. „რესტარტი"  ადამიანს კი არა, კომპიუტერსაც სჭირდება. ეს დასვენება საჭირო იყო", - აღნიშნა ილო ბეროშვილმა.

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი