logo_geo
ვერიკო ტურაშვილი: ყოველთვის ჩართული ვარ ლიზას ცხოვრებაში...
- +

3 ივნისი. 2021. 15:30

 

მომღერალ ვერიკო ტურაშვილის ცხოვრებაში საამაყო პერიოდია, რადგან მისმა უფროსმა ქალიშვილმა სკოლა ოქროს მედალზე დაასრულა. ამის შესახებ მომღერალი ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ყოველთვის ჩართული ვარ მის ცხოვრებაში. არასდროს დამჭირვებია, სამეცადინოდ დავჯდომოდი. ერთხელაც არ მახსოვს, მისი გაკვეთილი ჩამებარებინოს, ყოველთვის მასწავლებლისგან ვიგებდი, რომ ლიზა საუკეთესოდ მომზადებული მიდიოდა სკოლაში. ის მუდამ დამოუკიდებელი იყო ამ 12 წლის განმავლობაში. მისი ოქროს მედალი ჩემთვის ძალიან სასიხარულო ამბავია, მაგრამ არ გამკვირვებია, რადგან ლიზას სკოლის ცხოვრების ლოგიკური დასასრული იყო. უკვე წლებია, გადაწყვეტილი აქვს, ცხოვრება მედიცინას დაუკავშიროს. ძალიან მონდომებით ემზადება ოთხ საგანში. უნდა, აქ ჩააბაროს და შემდეგ სწავლა საზღვარგარეთ გააგრძელოს“, - ამბობს მომღერალი. 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი