logo_geo
ეკა ბესელია: სამივეს თავისი დამახასიათებელი ნიშანი აქვს და ისინი ერთმანეთს ავსებენ
- +

27 ნოემბერი. 2016. 22:51

 

 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ tvპირველის" ეთერში ყოფილ და ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც ბესელიამ განაცხადა, „ქართული ოცნების" ხელისუფლების სამივე პრემიერი იყო სრულიად  ერთმანეთისგან განსხვავებული.

 

„პირველი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი, რომელთანაც მე მიმუშავია, ვიდრე ხელისუფლებაში მოვიდოდით, მისი გამოსვლები და ზოგადად მისი მანერა, მართლა ძალიან შთამბეჭდავი იყო ჩემთვის და დღესაც შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ, როცა მახსენდება, რამდენად არაორდინალური განსხვავებული და სრულიან ახალი, ძალიან მაღალი ხარისხის გულწრფელობა, ღიაობა, დისკუსიის ფორმატში ყველას ჩართვის სურვილი და უნარი, მას ძალიან ბევრი, არაორდინალური მიდგომები ჰქონდა. თავიდან ამბობდა, რომ სხარტი მოსაუბრე არ იყო, მე კი მგონია, რომ ბატონი ბიძინა საინტერესოდ ახდენდა თავისი გულწრფელი განწყობის გასაჯაროებას.


პირველი პრემიერი ძალიან მასშტაბურად აზროვნებდა, საინტერესო იყო მისი სტილი და მანერა და ის სტანდარტი რაც მან დაამკვიდრა, ძალიან მაღალი ანგარიშვალდებულების კულტურა და წესიერება.

 

ირაკლი ღარიბაშვილს რაც შეეხება, მე ის დღესაც ძალიან მიყვარს, იგი ძალიან შემტევი იყო, რაშიც ერთმანეთს ვგავართ კიდევაც. მგონია, რომ იმ ეტაპისთვის ისიც ძალიან საჭირო და საინტერესო იყო. დღეს კი ჩვენ გვყავს სრულიად მშვიდი, გაწონასწორებული მაღალი პოლიტიკური კულტურის მქონე პრემიერ მინისტრი, სამივეს აქვს თავისი დამახასიათებელი საინტერესო ნიშანი და ისინი ერთმანეთს ავსებენ" -განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

 

 

 

 


 

big_banner
არქივი