logo_geo
„გივისნაირები არ კვდებიან, ისინი, მზესავით ნათელი, უკვდავების თანაზიარი ხდებიან...“
- +

26 აპრილი. 2017. 11:25



„წუთისოფელი ღარიბდება, როდესაც მაგარი კაცი ტოვებს საწუთროს", - ჟურნალისტი ზვიად სეხნიაშვილი „კვირის პალიტრას" ფურცლებზე მსახიობ გივი ბერიკაშვილს იხსენებს:


წუთისოფელი ღარიბდება, როდესაც მაგარი კაცი ტოვებს საწუთროს. თუმცა, ასეთები არ კვდებიან, გივის სიკვდილი ვინ გაიგონა. თაობებს გაახსენდებათ და იამაყებენ გივი ბერიკაშვილის უკვდავი შემოქმედებით. გივი იცოცხლებს - ლონდრეში თუ ტიგრანაში, ახალსოფლის თავმჯდომარეში თუ კოსტა დასტურიძეში, მიტუაში თუ ბონდო ლანჩავაში, ფირუზაში თუ ბულიკაში...

 

ბულიკაში... თავისი გმირივით წავიდა მართლაც. გახსოვთ „მარადისობის კანონი"? - სიზმარი აგიხდათ, მზე გარდაიცვალა... გივიმ ადამიანის უსულგულობის ნაცვლად მზეს თავისი გული წაუღო სიყვარულის გასაცოცხლებლად. გივისნაირები არ კვდებიან, ისინი, მზესავით ნათელი, უკვდავების თანაზიარი ხდებიან... ასეთია მარადისობის კანონი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი