logo_geo
ჯანო იზორია გურამ დოჩანაშვილზე: სასწაულია, რომ ასეთი სასწაული ადამიანი დღეს ჩვენს შორის დადის...
- +

26 აპრილი. 2017. 11:33


 

„ბატონმა გურამმა გვიპასუხა: ზემოდან მყავს მოკარნახე. მხარზე ჩამომაჯდება და მკარნახობს. უბრალოდ, მე გადავწერ ხოლმეო..." - აღნიშნა მსახიობმა ჯანო იზორიამ ჟურნალ „გზასთან"  მწერალ გურამ დოჩანაშვილზე საუბრისას.

 

„ჩემს განვითარებაზე, პიროვნებად ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოებმა - „სამოსელმა პირველმა" მოახდინა. ფანტასტიკურია! სასწაულია, რომ ამ წიგნის ავტორი - ასეთი სასწაული ადამიანი დღეს ჩვენს შორის დადის. მასთან შეხვედრის ბედნიერებაც მქონდა: ბატონი რეზო ჩხეიძის სტუდენტი გახლდით. ჩვენს მეგობარს ქორწილი ჰქონდა. მაშინ გურამ დოჩანაშვილის 4-ტომეული ახალი გამოსული იყო. გვინდოდა, ქორწილში საჩუქრად მიგვეტანა. ბატონ რეზოს ვთხოვეთ: იქნებ, ბატონმა გურამმა წიგნზე წარწერა გაგვიკეთოსო. - არ არის პრობლემაო, - გვითხრა რეზო ჩხეიძემ. როდესაც გურამ დოჩანაშვილმა კარი გაგვიღო, მახსოვს, როგორი ინტონაციით გვითხრა, - მოდითო... ოთახში წიგნები ფრთაგაშლილი ფრინველებივით იყო მიმოფანტული. ბატონ გურამს ვუთხარით: თქვენ ხართ უდიდესი მწერალი, ძალიან გვიყვარხართო! გვიპასუხა: არა, ზემოდან მყავს მოკარნახე. მხარზე ჩამომაჯდება და მკარნახობს. უბრალოდ, მე გადავწერ ხოლმეო... ძალიან საყვარელი, ფანტასტიკური ადამიანია!  მიხარია, რომ დღეს კარგად არის, კარგად გამოიყურება..." - აღნიშნა ჯანო იზორიამ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი