logo_geo
პაატა ქურდაძე: ქართველი ქალები არშემდგარი ფრანგი ქალები არიან
- +

28 ნოემბერი. 2016. 02:22



„ზოგჯერ ისეთს მოვწონებივარ გამკვირვებია, ჩემი თავი რამ მოაწონათქო. მაგალითად, ჩემი მეუღლე, ცოლად რომ გამომყვა გსაკვირია. ერთხელ ბევრი დავლიე და ჩემს თავს კითხვა დავუსვი, აი, რანაირად გამომყვა ეხლა ეს ქალი ცოლად?",- ამის შესახებ მწერალი პაატა ქურდაძე გადაცემა „პიანი ბაზარში" საუბრობს.


ქურდაძემ ასევე ფრანგ და ქართველ ქალებზე ისაუბრა და იუმორით აღნიშნა, რომ „ქართველი ქალები არშემდგარი ფრანგი ქალები არიან".


„ეხლა სიმართლე, რომ გითხრათ ჩემი შვილი ისეთ ტიპს, მე როგორიც ვიყავი, ცოლად რომ გაყვეს ნამდვილად არ გავგიჟდები სიხარულისგან, მაგრამ არც ჩავერევი.

 

ფრანგი ქალები ძალიან რთულები არიან. სანამ საფრანგეთში წავიდოდა ქართველი ქალები  ყველაზე რთულები მეგონენ. იქ რომ ჩავედი მივხვდი, ქართველი ქალები  არშემდგარი ფრანგი ქალები არიან",- განაცხადა ქურდაძემ.










 


 

big_banner
არქივი