logo_geo
გიორგი კახიანი: საზოგადოება შეცდომაში შედის როდესაც ამბობენ, რომ პრეზიდენტს ერთი პარტია აირჩევს
- +

26 აპრილი. 2017. 22:09



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა „tvპირველთან" ოპოზიციის კრიტიკასა და პრეზიდენტის უფლებების შესუსტებაზე ისაუბრა. კახიანის თქმით, კრიტიკა რომელიც პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშირებით ისმის დაუსაბუთებელია და მოკლებულია არგუმენტებს.


„უმეტეს შემთხვევაში როდესაც კრიტიკას ვისმენთ, ამ კრიტიკას არ ახლავს რაიმე სამართლებრივი არგუმენტები, როდესაც საუბარია პრეზიდენტის ინსტიტუტის შესუსტებაზე. უნდა ითქვას რატომ სუსტდება. როდესაც საუბარია პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევაზე უნდა დასაბუთდეს თუ რატომ არ არის მისაღები, ან რატომ არის ცუდი.

 

საზოგადოება შეცდომაში შედის როდესაც ამბობენ, რომ პრეზიდენტს ერთი პარტია აირჩევს. იმისათვის, რომ ამა თუ იმ პოლიტიკურმა გუნდმა მოახერხოს და ირიბი წესის მიხედვით მისთვის სასურველი პირი იყოს პრეზიდენტად არჩეული. მან უნდა გაიმარჯვოს საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც ჩატარდება პროპორციული წესით, გაიმარჯვოს თვითმმართველობის არჩევნებში ან პირიქით და თვითმმართველობის არჩევნების იმ ნაწილში რომელიც პროპორციული წესით ტარდება. ამ ორი არჩევნების შედეგად გამარჯვებულ პოლიტიკურ გუნდს ექნება რეალური შესაძლებლობა, რომ მის მიერ დასახელებული კანდიდატი გახდეს პრეზიდენტი. რაც მარტივი არ არის", - ამბობს გიორგი კახიანი. 


 

big_banner
არქივი