logo_geo
ვახტანგ გომელაური: ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკურად ქართული მოსახლეობის დისკრიმინაცია მიმდინარეობს
- +

29 აპრილი. 2017. 13:51

 

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე კრიმინალურ ვითარებაზე ისაუბრა. გომელაურმა აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკურად ქართული მოსახლეობის დისკრიმინაცია მიმდინარეობს. „პრაიმტაიმი" სუს-ის უფროსის ანგარიშს მოკლედ მიმოიხილავს.




„სერიოზული გამოწვევაა ამ რეგიონებში არსებული მძიმე კრიმინალური ვითარება,  ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაცია, ჩვენი მოქალაქეების უკანონო დაკავება, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, თავისუფალი გადაადგილებისა და განათლების ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, ინტენსიური სამხედრო წვრთნები. საანგარიშო პერიოდში სამსახური მონიტორინგს უწევდა ადგილზე არსებულ ვითარებას და ახორციელებდა შესაბამის ღონისძიებებს, მონაწილეობდა ანექსიისა და ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯების შემუშავებასა და განხორციელებაში",- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.


გომელაურმა ასევე ხაზი გაუსვა საოკუპაციო რეჟიმის მიერ სასტიკად მოკლული გიგა ოთხოზორიას საქმეს.


„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ ბერკეტს, რათა აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი პირი წარდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე", - აღნიშნა გომელაურმა. 


 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი