logo_geo
ვახტანგ ძაბირაძე: ვფიქრობ, არაპირდაპირი არჩეული პრეზიდენტი ჯობია
- +

29 აპრილი. 2017. 20:11



ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში პრეზიდენტის არჩევის წესზე ისაუბრა. ძაბირაძეს მიაჩნია, რომ პრეზიდენტი არ უნდა იყოს საყოველთაო არჩევნებით არჩეული.


„ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი არ უნდა იყოს საყოველთაო არჩევნებით არჩეული, თუმცა ეს იმ შემთხვევაში, თუ კონსტიტუცია ოპოზიციისა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების ხელშეწყობაზე იქნება ორიენტირებული. თუ ამის გარანტია იქნება კონსტიტუცია, მაშინ პრეზიდენტის არაპირდაპირი გზით არჩევა სრულიად ნორმალური იქნება.

 

ჩემი აზრით, პრეზიდენტი არ უნდა იყოს მთავრობის ალტერნატივა. აბსოლუტურად მიუღებელია ის არგუმენტი, თურმე პირდაპირი არჩევნების გზით იმიტომ უნდა ავირჩიოთ პრეზიდენტი, რომ ის იყო მაღალი ლეგიტიმაციის ფიგურა, გაუწიოს ოპონირება მთავრობას და დააბალანსოს ის.

 

არ შეიძლება, პრეზიდენტი აბალანსებდეს მთავრობას, მას ძლიერი ოპოზიცია  და საზოგადება უნდა აბალანსებდეს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ არაპირდაპირი არჩეული პრეზიდენტი ჯობია", - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.  


 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი