logo_geo
ჯაბა კილაძე: ძალიან მომწონს ჩვენი პრემიერის უშუალობა...
- +

5 მაისი. 2017. 19:02


 

„ქალაქში თვალში არ მხვდება სამთავრობო ესკორტები, ქუჩებიც აღარ იკეტება - „ჩვენ მოვდივართო". ისე დადიან, ისე გადაადგილდებიან, ვერც გაიგებ", - განაცხადა მსახიობმა ჯაბა კილაძემ ჟურნალ „გზასთან" საუბრისას.


„ძალიან მომწონს ჩვენი პრემიერის უშუალობა. მას არ ვიცნობ, მაგრამ იმდენად სწორ ტენდენციებს ნერგავს, უსამართლობა იქნება, ეს არ აღვნიშნო. აქვე მუშაობს. რამდენჯერ დამინახავს, უბრალოდ გაუვლია. დარწმუნებული ვარ, ამას სპეციალურად არ აკეთებს, ეს მას „შიგნით" აქვს, დაკომპლექსებული არ არის. კიდევ ერთი რამ მინდა აღვნიშნო: ქალაქში თვალში არ მხვდება სამთავრობო ესკორტები, ქუჩებიც აღარ იკეტება - „ჩვენ მოვდივართო". ისე დადიან, ისე გადაადგილდებიან, ვერც გაიგებ. ეს ჯანსაღი პროცესია", - აღნიშნა ჯაბა კილაძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი