logo_geo
მაია მიმინოშვილი: წელს ყველაზე მეტი მოთხოვნა გეოგრაფიაზეა, მათემატიკაზე მოთხოვნა კი მცირდება
- +

6 მაისი. 2017. 17:43


 

 

„რამდენი მიიღებს მისაღებ გამოცდებზე გასვლის უფლებას, ამას გამოსაშვები გამოცდების შედეგები განსაზღვრავს. აბიტურიენტებს გამოცდის ჩაბარებას ისევ ნაწილობრივ ელექტორნული ფორმით ვთავაზობთ", - განაცხადა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა გაზეთ „ვერსიასთან" საუბრისას.


„წინა წელს 42 000 აბიტურიენტზე ოდნავ მეტი იყო დარეგისტრირებული, წელს კი 41 000-ზე მეტია, ძალიან მცირე სხვაობაა... იყო წლები, როცა აბიტურიენტთა რაოდენობა 36 000 და 31 000 ყოფილა. რამდენი მიიღებს მისაღებ გამოცდეზე გასვლის უფლებას, ამას გამოსაშვები გამოცდების შედეგები განსაზღვრავს. აბიტურიენტებს გამოცდის ჩაბარებას ისევ ნაწილობრივ ელექტორნული ფორმით ვთავაზობთ. დავალებებს ელექტრონულად მიიღებენ, მაგრამ პასუხების ფურცლებზე იმუშავებენ. მისაღები გამოცდები სავარაუდოდ 3 ივლისს დაიწყება. 20 მაისამდე აბიტურიენტებს კიდევ აქვთ უფლება, რაიმე შეცვალონ. აღსანიშნავია, რომ წელს ყველაზე მეტი მოთხოვნა საგნებიდან არის გეოგრაფიაზე... წლიდან წლამდე იზრდება იმ აბიტურიენტების რაოდენობა, რომლებიც გეოგრაფიას ირჩევენ. სამწუხაროდ, მათემატიკაზე მოთხოვნა მცირდება", - აღნიშნა მაია მიმინოშვილმა.





 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი