logo_geo
გიორგი კალანდაძე: „POSTV“-ის გუნდის წევრი მისი დაარსების წუთიდან ვარ
- +

23 ნოემბერი. 2021. 15:06

 

 

მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი კალანდაძე „POSTV“-ის დილის გადაცემის გუნდს შეუერთდა. სატელევიზიო სივრცეში მას მრავალფეროვანი გამოცდილება აქვს. როგორც თავად ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში  ამბობს, საჭირო დროს საჭირო ადგილას მოხვდა და შრომისმოყვარეობის წყალობით ბევრს მიაღწია.

 

„POSTV“-ის გუნდის წევრი მისი დაარსების წუთიდან ვარ, ჩემ თვალწინ ბევრმა წყალმა ჩაიარა. ჩვენ ჩვენი ენერგიით, ხელმძღვანელობასთან ერთად, შევქმენით ის პროდუქტი, რომელსაც დღეს ეს ტელევიზია წარმოადგენს და ამ პროცესში დიდი შრომა ჩავდეთ. კონკრეტულად დილის გადაცემა ჩემთვის სიახლეა და სიახლე ყოველთვის სასიამოვნოა. ვერ ვიტყვი, რომ ეს ამპლუა ბოლომდე ჩემი კომფორტის ზონაა, მაგრამ მე, როგორც წამყვანს, ძალიან დიდი გამოცდილება დამიგროვდა სხვადასხვა არხზე სხვადასხვა ფორმატის გადაცემაში და დილის გადაცემაც ძალიან მიყვარს და მომწონს“, - ამბობს გიორგი კალანდაძე.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი