„tvპირველის" ეთერში ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ განაცხადა, რომ ახალპოლიტიკურ ცენტრს „გირჩს" გოგა ხაჩიძე და გიორგი მელაძე ტოვებენ.
ჯერ-ჯერობით არ დასტურდება ინფორმაცია როდის აპირებენ ისინი პარტიის დატოვებას.
შეგახსენებთ, რომ „გირჩი" ასევე პავლე კუბლაშვილმა დატოვა. როგორც კუბლაშვილმა განაცხადა, იგი პოლიტიკიდან მიდის, მაგრამ „გირჩის" მხარდამჭერად რჩება.