logo_geo
ავთანდილ დემეტრაშვილი: გლობალიზაციას წინ ვერ აღვუდგებით...
- +

15 მაისი. 2017. 12:50

 

 

კონსტიტუციონალისტმა ავთანდილ დემეტრაშვილმა მიწისა და წყლის უცხოელებზე გაყიდვის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების საკითხი შეაფასა. როგორც დემეტრაშვილმა „ვერსიასთან" ინტერვიუში აღნიშნა, 1995 წელს ვერ მოხერხდა ამ საკითხზე მსჯელობა, რადგან არ იყო საზოგადოების მხრიდან ასეთი წინადადება.


„ასეთი წინადადება 1995 წელს არ იყო და მხოლოდ ჩემი აზრიდან გამომდინარე კონსტიტუციაში ამ საკითხს ვერ შევიტანდი. რეფერენდუმის ჩატარება ძალიან რთულია, 200 000 ხელმოწერა და პარლამენტის ნება სჭირდება. ეს საკითხი კანონმდებლობით შეიძლება დარეგულირდეს. უნდა იყოს შეზღუდვები, რომ უცხოელისთვის საინტერესო არ იყოს მისი ყიდვა. ევროპა და ვენეციის კომისია ამის კონსტიტუციაში შეტანას არ დაუჭერს მხარს, ასე მგონია. გლობალიზაციას წინ ვერ აღვუდგებით", - აღნიშნა ავთანდილ დემეტრაშვილმა.

 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი