logo_geo
მაია ბარათაშვილი: ვერავინ დამარწმუნებს იმაში, რომ ამ კონკურსს პოლიტიკური ელფერი არ დაჰკრავს
- +

16 მაისი. 2017. 12:14



მუსიკოსმა მაია ბარათაშვილმა თაკო გაჩეჩილაძის „ევროვიზიაზე" გამოსვლა შეაფასა. მისი თქმით, თაკოს გამოსვლა კარგი იყო, თუმცა ამ კონკურსის პოლიტიკურ დატვირთვასაც გაუსვა ხაზი.



„თაკო გაჩეჩილაძე რომ ბრწყინვალე ვოკალისტია, ამას არ სჭირდება მტკიცება. ოცი წელია, სცენაზე დგას. მინდა გითხრათ, რომ ღირსეულად წარადგინა საქართველო. ორი წელი ამ კონკურსზე დელეგაციის ხელმძღვანელი ვიყავი, როდესაც საზოგადოებრივ მაუწყებელზე საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსად ვმუშაობდი. ვერავინ დამარწმუნებს იმაში, რომ ამ კონკურსს პოლიტიკური ელფერი არ დაჰკრავს. ეს არის, ფაქტობრივად, გაშიშვლებული ნერვები, დაძაბულობა, აბსოლუტური პუნქტუალურობა, რაც ქართული ხასიათისთვის ცოტა რთულია.

 

ის ფაქტი, რომ თაკო არ გადავიდა ფინალში, ჩემთვის არაფერს ნიშნავს. ძალიან არაპროგნოზირებადი კონკურსია „ევროვიზია". ისეთი კანდიდატები გაუშვეს ფინალში, პირი დამრჩა ღია. არათუ უგემოვნობაზეა ლაპარაკი, არამედ ვოკალზე საერთოდ არ არის ნამუშევარი. ცალკე თემაა ამდენი აგრესია", - აღნიშნა მაია ბარათაშვილმა.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი