logo_geo
„ჩვენი სიყვარულის დიდი მონაკვეთი გალაკტიონის ლექსებმა შეამკო და სიყვარულის ნაყოფს გვინდოდა გალაკტიონი რქმეოდა” - მარიტა მელიქიშვილი
- +

26 მარტი. 2022. 01:14

 

 

მარიტა მელიქიშვილმა, შვილის პატარა გალაკტიონის შესახებ ისაუბრა:

 

„ჩემს ცხოვრებაში აბსოლუტურად ყველაფერი შეიცვალა. დილა თუ იწყებოდა სარკეში ჩახედვით, გაპრანჭვით, ახლა იწყება გალაკტიონის ჭამით, მოფერებით, მასზე ზრუნვით და მთელი დღე ასე გრძელდება. ჩვენს ცხოვრებაში მესამე, ყველაზე წმინდა არსება გახდება მთავარი გმირი. სახელს განსაკუთრებულად ვმალავდით.

 

ზოგს არც მოეწონა, რომ გალაკტიონი დავარქვით. ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი გადასაწყვეტი იყო. ვერ ვხსნი, რატომ დავარქვით გალაკტიონი. ჩვენი სიყვარულის დიდი მონაკვეთი გალაკტიონის ლექსებმა შეამკო.

 

ჩვენი სიყვარულის ნაყოფს გვინდოდა გალაკტიონი რქმეოდა. გალაკტიონს რამდენჯერაც უსმენს, თითი აქვს აწეული და ისე უსმენს. იმდენად ჭკვიანი თვალები აქვს, რომ ვფიქრობ, ძალიან დიდი ამბებით გაიზრდება.“- განაცხადა მარიტა მელიქიშვილმა POSTV-ის გადაცემაში „სიკეთე მარტივია“.

 

 

big_banner
არქივი