logo_geo
ემზარ კვიციანი: რუსეთს კოდორის ხეობა სააკაშვილმა ჩააბარა!
- +

29 ნოემბერი. 2016. 11:52


 

„სააკაშვილმა ჩააბარა რუსეთს კოდორის ხეობა, მისი შექმნილი ყველაფერი არის ანტიქართული", - ამის შესახებ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების" წევრმა ემზარ კვიციანმა გადაცემა „პრიორიტეტის" ეთერში განაცხადა.


გადაცემა „პრიორიტეტის" მთავარი თემა 2008 წელს მიღებული ოკუპაციის კანონი იყო. ემზარ კვიციანთან ერთად გადაცემაში პარტია „ევროპელი დემოკრატების" ლიდერი პაატა დავითაიაც მონაწილეობდა, რომლის თქმითაც, არსებული კანონი, სამართლებრივად, ქართველებს და აფხაზებს გადაადგილებაში ხელს არ უშლის.


პაატა დავითაიას განცხადებას ემზარ კვიციანმა უპასუხა და აღნიშნა, რომ რუსეთის მოქალაქე ქართველები საქართველოდან გარიყულები არიან.


„საქართველოს მოქალაქეებს ადლერის და რუსეთის მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლა საქართველოს პასპორტით შეუძლიათ, ხოლო რუსეთის მოქალაქე ქართველებს არა, ისინი გარიყულები არიან, მივცეთ მათ საქართველოს მოქალაქეობა.  ვინც ქართულ საქმეს აკეთებს, ყველას გზას ვუღობავთ. რუსეთს კოდორის ხეობა სააკაშვილმა ჩააბარა და სპეცსამსახურების ყველა დავალება შეასრულა, ყველაფერი ანტიქართული სააკაშვილის შექმნილია", - განაცხადა კვიციანმა.

 

ემზარ კვიციანის ამ განცხადებაზე პაატა დავითაიამ უპასუხა, რომ საოკუპაციო საზღვრის გადაკვეთას საქართველოს მოქალაქეებიც და რუსეთის მოქალაქე ეროვნებით ქართველებიც მხოლოდ იმ შემთხვევაში ახერხებენ, თუ მათ აქვთ ნებართვა საოკუპაციო ძალებიდან.





 

big_banner
არქივი