logo_geo
თიკა ჯამბურია: ეს არის ჩემი ახალი პროექტი!
- +

21 მაისი. 2017. 17:18


 

„ჩემი დაბრუნება იქნება განსხვავებული და კარგი. მიუხედავად იმისა, რომ სულ ვმღერი ბარებში, კლუბებში და არასდროს მიმიტოვებია ეს სფერო", - განაცხადა მომღერალმა თიკა ჯამბურიამ ჟურნალ „თბილისელებთან" საუბრისას.

 

„ვიღებ კლიპს, ეს არის ჩემი ახალი პროექტი, რომელსაც ვაკეთებ მეგობრებთან - ირაკლი ბურჭულაძესთან და გიორგი სიჭინავასთან ერთად. ძალიან მაგარი პროექტია, რაღაც ალტერნატიული, ელექტრონული, თანამედროვე, გემოვნებიანი მუსიკის ნაზავი. ჩემი დაბრუნება იქნება განსხვავებული და კარგი. მიუხედავად იმისა, რომ სულ ვმღერი ბარებში, კლუბებში და არასდროს მიმიტოვებია ეს სფერო, კლიპი დიდი ხანია არ გადამიღია. ამიტომ, განსაკუთრებული შემართება და მოლოდინი მაქვს", -  აღნიშნა თიკა ჯამბურიამ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი