logo_geo
მანიკა ასათიანი: ტელევიზიის დატოვება მოულოდნელიც იყო და გულდასაწყვეტიც...
- +

21 მაისი. 2017. 18:19


 

 

„ახლა იმდენი რამ მაქვს დაგეგმილი, შეიძლება, სამსახურს ხელიც კი შეეშალა. ამიტომ, ვფიქრობ, ყველაფერი ჩემთვის სასიკეთოდ მოხდა",- განაცხადა ტელეწამყვანმა მანიკა ასათიანმა ჟურნალ „თბილისელებთან" საუბრისას.


„იმედის დილაში" ორწლიანი მუშაობის შემდეგ მანიკა ასათიანი ამჟამად უმუშევარია, მას შუა სეზონიდან მოუწია ტელევიზიის დატოვება. თუმცა, როგორც თავად ამბობს, წინ ბევრი საინტერესო გეგმა აქვს და სამომავლოდაც არ გამორიცხავს ტელევიზიაში დაბრუნებას.


„რატომღაც შუა სეზონში მოხდა ასე - მომიწია ტელევიზიის დატოვება. თუმცა, ყველაფერი კარგად მიდის, რადგან ახლა იმდენი რამ მაქვს დაგეგმილი, შეიძლება, სამსახურს ხელიც კი შეეშალა. ამიტომ ვფიქრობ, ყველაფერი ჩემთვის სასიკეთოდ მოხდა. ეს ამბავი წინა დღეს არ გამიგია, რამდენიმე დღით ადრე ვიცოდით, რომ ამაზე საუბარი იყო და იცვლებოდა რაღაცეები. შეიძლება, ცოტა მოულოდნელიც იყო და გულდასაწყვეტიც - როცა მიჩვეული ხარ შენს სამსახურს, გიყვარს, მაყურებლისგანაც სიყვარულს გრძნობ, ამ მხრივ, დაგწყდება გული. ალბათ, განვითარებისთვის რაღაცეების შეცვლაა საჭირო და უკეთ უნდა გამოვიყენო ეს დრო, რომ ახალი სეზონიდან თავი არ მოვანატრო მაყურებელს", - განმარტა მანიკა ასათიანმა.

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი