logo_geo
მანიკა ასათიანი: მე ხომ გიჟი ექსტრემალი ვარ!
- +

22 მაისი. 2017. 15:36

 

 

„კითხვა, „ბექა, გამიშვებ?“ - კიდევ რომ დაისვას რვაწლიანი ურთიერთობის შემდეგ, ცოტა სასაცილო და არაჯანსაღია ჩემთვის“, - განაცხადა ტელეწამყვანმა მანიკა ასათიანმა ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას.

 

 

„მაისის ბოლოს მივდივარ იტალიაში, კუნძულზე. უცხოელებისგან სარეკლამო დაკვეთა მაქვს. ძალიან საინტერესო პრომოაქცია გაიმართება - „იცხოვრე შიშის გარეშე“. ეს არის კონკურსი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდება, მათ შორის, საქართველოში და გამარჯვებული გაივლის იმ ტურს, რომელი ახლა მე უნდა გავიარო. ეს იქნება ექსტრემალური ტური: დაივინგი, პარაშუტით ხტომა, სერფინგი. მე ხომ გიჟი ექსტრემალი ვარ. რაც უფრო საშიშია, მით უფრო საინტერესოა ჩემთვის. ბექა ნერვიულობს, ჩემს მაგივრად ეშინია, არ წახვიდეო. ჩვენთან „გამიშვებ“ მომენტი არ მაქვს, უბრალოდ, გადაწყვეტილებას რომ ვიღებდით, მწერდნენ პირობებს და ერთად ვათანხმდებით. ყველაფრის საქმის კურსში იყო. ის კითხვა, რომ „ბექა, გამიშვებ?“ - კიდევ დაისვას რვაწლიანი ურთიერთობის შემდეგ, ცოტა სასაცილო და არაჯანსაღია ჩემთვის“, - განმარტა მანიკა ასათიანმა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი