logo_geo
ბექა ნაცვლიშვილი: გადასახადები არის პოლიტიკური დებატების თემა და არა საკონსტიტუციო საკითხი!
- +

24 მაისი. 2017. 20:37


 

„არცერთ ქვეყანაში კონსტიტუციაში გადასახადების საკითხი არ წერია", -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა „tvპირველების" ეთერში განაცხადა. ნაცვლიშვილმა განმარტა თუ რატომ ხედავს ხელისუფლება 94-ე მუხლის კონსტიტუციიდან ამოღების აუცილებლობას. დეპუტატის ინფორმაციით, არცერთ ევროპულ ქვეყანაში ეკონომიკური საკითხები კონსტიტუციით არ არის გაწერილი.


„ჩვენ ვითხოვთ უბრალოდ, რომ ეს მუხლი კონსტიტუციიდან ამოვიღოთ, თორემ ორგანულ კანონში შეიძლება დარჩეს, ხომ უნდა დარჩეს იმის სივრცე, რომ თუ სხვა პარტია მოვა ხელისუფლებაში სხვანაირად გადაანაწილოს საგადასახაო ტვირთი.

 

არცერთ ევროპულ ქვეყანაში ეკონომიკური საკითხები კონსტიტუციით არ განისაზღვრება, გადასახადები არის დებატებისა და არა საკონსტიტუციო საკითხი",-განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.


 

 

big_banner
არქივი