logo_geo
მატილდა ტატალია: ამაზე მეტი რა უნდა მომეგო!
- +

25 მაისი. 2017. 13:28


 

იქს ფაქტორის" მაყურებლის ერთ-ერთი ფავორიტი, ლელა ჯავახია (სასცენო სახელით, მატილდა ტატალია), პროქტს გამოეთიშა. გოგონების გუნდის მენტორმა, ლელა წურწუმიამ არჩევანი ვოკალზე გააკეთა და 44 წლის ყველაზე მგრძნობიარე მომღერალი, პროექტს მიღმა დატოვა. ამას მაყურებლის მხრიდან აგრესია მოჰყვა. იქს ფაქტორის" გამორჩეული კონკურსანტის გულშემატკივრები მატილდას გამო იმ გოგონებს ლანძღავენ, ვინც პროექტში დარჩა.


ჩემს მეორე გამოსვლას მეუღლე ესწრებოდა ეს სიურპრიზი იყო ჩემთვის. არ ვიცოდი, რომ დარბაზში იჯდა. ჩემი პირველი გამოსვლა რომ მოისმინა, მაშინ მითხრა, რატომ არ ვიცოდი, თუ ამდენი შეგეძლოო", -  განაცხადა ლელა ჯავახიამ.


პროექტში თუ მოვხვდებოდი, ამის ილუზიაც არ მქონია. ქასთინგზეც არ ვყოფილვარ, ფეისბუქით" გავაგზავნე ვიდეო. მინდოდა, პროფესიონალების შეფასება მიმეღო. მანამდე მხოლოდ ახლობლები მაქებდნენ და მეგონა, რომ ცოტას აჭარბებდნენ. მინდოდა, მარინა ბერიძე და გიორგი გაბუნია ყოფილიყვნენ ჟიურიში, რომლებიც პირდაპირები არიან. გიორგიმ კი, ნახეთ, რაც თქვა. ასე რომ, რაც მე გამოვცადე, ამაზე არც მიოცნებია, უმადური უნდა იყო, ეს რომ ვერ დააფასო. ამხელა გამოხმაურება და სიყვარული... არ ვიცი, კიდევ რა უნდა მომეგო... შეიძლება პოპულარული იყოს ადამიანი, მაგრამ ასე არ უყვარდეს ყველას. ვერ წარმოიდგენთ, რა ხდება, როცა ქუჩაში გამოვდივარ. ვზივარ და ვფიქრობ, რისთვის მომეცა ეს ყველაფერი. ფაქტია, რომ ჩემზე ძლიერები დარჩნენ პროექტში. ის არგუმენტი, რომ მათ ჩემზე ძლიერი ხმა აქვთ, ჩემთვის მისაღებია. თუ მომღერალი ხარ, ხმაც უნდა გქონდეს და დიაპაზონიც. ასეთი ადამიანი ვარ, ყოველი წუთით ვტკბები და ვცდილობ, ყველაფრისგან პოზიტივი ავიღო. იმხელა პოზიტივი მაქვს ამ გამოსვლისგან... სიმართლე გითხრათ, გოგონებთან, რომლებიც პროექტში დარჩნენ, უხერხულადაც კი ვგრძნობ თავს. მე ვმეგობრობ მათთან, ეს უბრალო ნაცნობობა აღარ არის. საშინელებებს წერენ მათზე ჩემ გამო. ხომ უნდა გააგრძელონ პროეტში ყოფნა, ძალიან რთულია. მათ ადგილზე საკუთარი თავის წარმოდგენა არც მინდა.

 

ჩემს შვილებს დიდად არ უნერვიულიათ, რადგან ჩემგან ვერ გრძნობენ გულის ტკენას. ჩემს მეორე გამოსვლას მეუღლე ესწრებოდა ეს სიურპრიზი იყო ჩემთვის. არ ვიცოდი, რომ დარბაზში იჯდა. ჩემი პირველი გამოსვლა რომ მოისმინა, მაშინ მითხრა, რატომ არ ვიცოდი, თუ ამდენი შეგეძლოო. კმაყოფილი დარჩა ახლაც. ყველაფერზე მეტია ის სითბო და სიყვარული, რასაც ხალხისგან ვგრძნობ. იმიტომ არ ვამბობ, რომ ასე უნდა ვთქვა. გულწრფელი ვარ", - აღნიშნა ლელა ჯავახიამ.

 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი