logo_geo
ირაკლი მაქაცარია: თუ ეს თვისებები აღმოვაჩინე ქალში, შემიძლია პირდაპირ გამოვხატო სიმპათია...
- +

26 მაისი. 2017. 13:29


„დავრწმუნდი იმაში, რომ არ შეიძლება, ქალი ჩარჩოებში მოაქციო და თქვა, რომ მხოლოდ ქერათმიანი გოგო მოგწონს. ყველანაირი გოგოს მიმართ შეიძლება გაგიჩნდეს გრძნობა ან უბრალოდ სიმპათია", - განაცხადა კინოპროდიუსერმა ირაკლი მაქაცარიამ ჟურნალ „სარკესთან" საუბრისას.


„32 წლის განმავლობაში სხვადასხვა გარეგნობის, ასაკის, ეროვნების მანდილოსანი მომწონებია და დავრწმუნდი იმაში, რომ არ შეიძლება ქალი ჩარჩოებში მოაქციო და თქვა, რომ მხოლოდ ქერათმიანი გოგო მოგწონს. ყველანაირი გოგოს მიმართ შეიძლება გაგიჩნდეს გრძნობა ან უბრალოდ სიმპათია. მთავარია, გოგო რამდენად გახსნილი, გულწრფელი და კეთილშობილია. ეს თვისებები თუ აღმოვაჩინე ქალში, შემიძლია პირდაპირ გამოვხატო სიმპათია. ეს თვისებები გარეგნობასთნ ერთად უნდა ჰქონდეს, თუმცა ვიზუალი პრიორიტეტი არ არის. ამაში საკუთარმა გამოცდილებამ დამარწმუნა. სხვა ღირებულებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქალის თვალის ფერი და სიმაღლე", - განაცხადა ირაკლი მაქაცარიამ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი