logo_geo
დათა ახალია ირაკლი ოქრუაშვილის ახლობელს ემუქრებოდა - „შენც ისევე გაგასაღებ, როგორც გურამ შარაძე გავასაღეო!“
- +

26 მაისი. 2017. 16:21


 

„ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე გაზეთში გურამ შარაძის მკვლელობასთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს და მკვლელობის დეტალებს განიხილავს.

 

„სათვათვალო კამერით გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს, რომ მკვლელი, რომელიც აკადემიკოსს უკნიდან წამოეპარა და პირველი ტყვია კეფაში დაახალა, აწ განსვენებულ გურამ შარაძეზე ერთი თავით მაღალი იყო. ცნობისათვის გეტყვით, რომ ბატონი გურამის სიმაღლე 175 სანტიმეტრი გახლდათ მაშინ, როცა „ვარდების ხელისუფლების" მიერ „შარაძის მკვლელად" შერაცხილი გიორგი ბარათელის სიმაღლე მხოლოდ 167 სანტიმეტრია!

 

რაც შეეხება მეორე მკვლელს, რომელმაც აკადემიკოსს საფეთქელში ორი საკონტროლო ტყვია დაახალა, მართლაც დაბალია, მაგრამ იგი თავისი ფიზიკური მონაცემებით აბსოლუტურად არ შეესაბამება ბარათელის ფიზიონომიასა და ჰაბიტუსს!

 

ყოველ შემთხვევაში, როგორც ქალბატონი რუსუდან შარაძე ამტკიცებს, არსებობს ცოლ-ქმარი, რომლებმაც მკვლელი ნახეს და ის საერთოდ არ ჰგავს გიორგი ბარათელს.

 

აღარაფერს ვამბობთ იმის შესახებ, რომ იმავე რუსუდან შარაძის განცხადებით, გურამ შარაძის მკვლელობა თავის დროზე დათა ახალაიამ და მეგის ქარდავამ ყოფილ პოლიციელს გურიკა ქადარიას დაავალეს, რომელსაც სამეგრელოდან თბილისში ამ საქმისთვის ორი სპეცრაზმელი - გია ფაჩულია და თემურ ჯგერენაია უნდა ჩაეყვანა: ქადარიას 5 ათასი ლარიც გადაუხადეს და დააკვალიანეს - აუცილებლად დაკავშირებოდა „მასტერას", იმავე გია დგებუაძეს, რომელსაც მსგავსი მკვლელობის მოსაწყობად დიდი გამოცდილება ჰქონდა!

 

გურიკა ქადარიამ თავი მოიავადმყოფა და ამ საქმეში არ გაერია. სააკაშვილის ხროვა ქადარიას ეშმაკობას მიუხვდა და გავრცელებული ინფორმაციით, დღევანდელმა პარლამენტარმა, ნაძირალა თენგიზ გუნავამ, პოლიციელი გურიკა ქადარია თავის კაბინეტში სცემა; მოგვიანებით ის ციხეშიც შეაგდეს და სასტიკად აწამეს!

 

სასწაულებრივად გადარჩენილმა გურიკა ქადარიამ გამოძიებას დეტალური ჩვენება მისცა იმის შესახებ, თუ ვინ დაგეგმა გურამ შარაძის მკვლელობა და როგორ აწამა დათა ახალიამ თავისი ხელით ირაკლი ოქრუაშვილის ახლობელი, რომელსაც ემუქრებოდა - შენც ისევე გაგასაღებ, როგორც გურამ შარაძე გავასაღეო!" - წერს დიტო ჩუბინიძე.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი