logo_geo
სოფო ბედია: სახლში თუ დაჯდები და შავი პურის ფულიც არ გექნება, ჩემთვის მომღერალი არ ხარ!
- +

27 მაისი. 2017. 23:24


 

 

„ჩემს ძმას, ბორიას სულ ვსაყვედურობ, ასეთი მაგარი მომღერალი ხარ და ახალი სიმღერა ჩაწერე-მეთქი. ახლა რთული პერიოდი აქვს, მაგრამ აუცილებლად გააქტიურდება.დიდი შესაძლებლობები აქვს, რომლის წყალში ჩაყრაც დანაშაულია", - განაცხადა მომღერალმა სოფო ბედიამ ჟურნალ „სარკესთან" საუბრისას.

 

„არცერთ მომღერალს არ უნდა, რომ შემოსავლის წყარო მხოლოდ რესტორანში  სიმღერა იყოს, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. ზოგი რესტორნის სცენასაც თაკილობს. მე და ჩემი ძმა არავისზე ნაკლები მომღერლები ვართ და არც ის კოლეგები, რომლებიც რესტორნის სცენაზე დგანან. ყველას ვაფასებ, ვინც შრომის ფასი იცის. სახლში თუ დაჯდები და  შავი პურის ფულიც არ გექნება, ჩემთვის მომღერალი არ ხარ. ჩემს ძმას, ბორიას სულ ვსაყვედურობ, ასეთი მაგარი მომღერალი ხარ და ახალი სიმღერა ჩაწერე-მეთქი. ახლა რთული პერიოდი აქვს, მაგრამ აუცილებლად გააქტიურდება.დიდი შესაძლებლობები აქვს, რომლის წყალში ჩაყრაც დანაშაულია. ღმერთმა ნიჭი აჩუქა, განვითარება კი მასზეა დამოკიდებული", - აღნიშნა სოფო ბედიამ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი