logo_geo
რეზო კვერენჩხილაძე: ამ ორმა პირმა სსრ კავშირის დაშლით საკუთარი მომავალი სამუდამოდ უზრუნველყო
- +

28 მაისი. 2017. 12:18

 

 

ბოლშევიკური რეპრესიების მკვლევარმა რეზო კვერენჩხილაძემ საბჭოთა კავშირის დაშლის მიზეზებსა და საქართველოში დაწყებული ეროვნული აღზევების პროცესებს შორის კავშირებზე ისაუბრა.

 


„ეროვნული მოძრაობა და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ რუსეთთან შეერთების დროიდან დაიწყო. 80-იან წლებში ამან პიკს მიაღწია, როცა ხალხი ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას გაჰყვა. რა თქმა უნდა, ამერიკამ ისევე, როგორც ევროპამ, კარგად იცოდა, რომ გორბაჩოვთან და შევარდნაძესთან დაწყებული მოლაპარაკებები შედეგს გამოიღებდა და სსრ კავშირს დაშლიდნენ. ისინი ერთი რამით იყვნენ დაინტერესებული - დაშლის შემდეგ რა გზას დაადგებოდნენ დამოუკიდებელი რესპუბლიკები - მათ შორის, მათთვის ხელსაყრელი ადგილმდებარეობის მქონე საქართველო. ზვიად გამსახურდიამ თავი არ დაუხარა არც ამერიკას, არც ევროპას - ხომ გახსოვთ მათი შეფასება, გამსახურდია დინების საწინააღმდეგოდ ცურავსო. გამსახურდიას სწორედ ეს არ აპატიეს. თორემ მიხეილ გორბაჩოვი დღესაც ცოცხალია, მთელ მსოფლიოში თავისუფლად გადაადგილდება, ხოლო ედუარდ შევარდნაძე - „ვარდების რევოლუციის“ მერე, ვითომ ძალით გადაყენებული პრეზიდენტი - სიცოცხლის ბოლომდე თავის რეზიდენციაში მშვიდად ცხოვრობდა! ამ ორმა პირმა სსრ კავშირის დაშლით საკუთარი მომავალი სამუდამოდ უზრუნველყო“, - ამბობს რეზო კვერენჩხილაძე. 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი