logo_geo
პაატა ქურდაძე: წარმოდგენილი იყო კრეატიული გადაცემები, რომლის მსგავსი ქართულ ტელესივრცეში ჯერ არ ყოფილა!
- +

28 მაისი. 2017. 12:48


 

ძალიან ბევრი იყო უკვე არსებული პროექტები, რომლებიც წინა წლებში ქართულ ტელესივრცეში არსებობდა და უკვე დაიხურა, თუმცა წარმოდგენილი იყო სრულიად ახალი პროექტებიც, მათ შორის იყო რამდენიმე კრეატიული გადაცემაც, რომლის მსგავსიც ქართულ ტელესივრცეში ჯერ არ ყოფილა", -  განაცხადა „საზოგადოებრივი მაუწყებლის" მედიაწარმოების ბლოკის დირექტორმა და გადაცემების შესარჩევი კომისიის თავმჯდომარემ პაატა ქურდაძემ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში.

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის" ახალი სეზონისთვის გადაცემების შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსზე სულ 153 განაცხადი შემოვიდა. უკვე ცნობილია მესამე ტურში გასული პროექტები. მე ვერ გეტყვით, წინა წლებთან შედარებით რა დონე იყო. პირველად ვარ ასეთი კომისიის თავმჯდომარე და არ ვიცი, ადრე რა პროექტები შემოდიოდა. ჩემი აზრით, პროექტების ზოგადი ფონი დიდი კრეატიულობით არ გამოირჩეოდა. ძალიან ბევრი იყო უკვე არსებული პროექტები, რომლებიც წინა წლებში ქართულ ტელესივრცეში არსებობდა და უკვე დაიხურა. მათ შორის იყო ჩვენი ტელეპროექტებიც, რომელიც ახლაც გადის. ამ პროექტების გაგრძელება უნდათ, ზოგიერთი მათგანის გარკვეული ცვლილებებით. წარმოდგენილი იყო სრულიად ახალი პროექტებიც, მათ შორის იყო რამდენიმე კრეატიული გადაცემაც, რომლის მსგავსიც ქართულ ტელესივრცეში ჯერ არ ყოფილა. პილოტების ტური უკვე ხარისხს გვაჩვენებს, მხოლოდ სცენარები ვერ გვაჩვენებს, რომელი გადაცემა როგორია. შედეგითა და არჩეული პროექტებით კმაყოფილი ვარ, ძალიან ბევრი კარგი პროექტი განვიხილეთ. ტელეპროექტი არ არის მხოლოდ ერთი მიმართულების პროდუქტი. ეს ტელევიზიაა და ტელევიზიაში ტელეპროდუქტი ყურებადობაზე უნდა იყოს გათვლილი. გადაცემას, ასევე, აუცილებლად უნდა ჰქონდეს ის ხარისხი, რომელიც აკმაყოფილებს საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთიკას და ხარისხის სხვადასხვა კრიტერიუმებს. მოწონება, გადაყვანა თუ არგადაყვანა არ ნიშნავს, რომ პროექტი არ ვარგა. ხალხმა იმუშავა, იშრომა. მიმაჩნია, რომ კონკურსში მონაწილეობა ყველასთვის ბევრის მომცემია. თავად ფაქტი, რომ ვიღაც არ გადავიდა შემდეგ ტურში, არ ნიშნავს, რომ პროდუქტი არ ვარგა. პილოტების ჩაწერაში მესამე ტურში გადასულებს მაუწყებელი ეხმარება, კონკრეტულად იმაში, რაც ეხება ტექნიკურ საშუალებებს, კამერა იქნება თუ სტუდია. კრეატივი კი მათია, მათ უნდა გვანახონ, როგორც შეუძლიათ მუშაობა. ჩვენ გავუწევთ დახმარებას იმაში, რაც თანხა ჯდება და მატერიალურ მხარესთანაა დაკავშირებული", - აღნიშნა პაატა ქურდაძემ.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი