logo_geo
ლევან კობერიძე „ნაციონალებს“: ჩვენ უფრო მწვავე კითხვები გვაქვს მთავრობასთან ვიდრე თქვენ
- +

30 ნოემბერი. 2016. 01:39


 

„ქართულ ოცნებას" მთავრობის 4 პუნქტიან გეგმაზე მწვავე შიდა განხილვები ქონდა. ჩვენ მთავრობასთან თქვენზე უფრო მწვავე კითხვები გვაქვს შიდა განხილვების დროს",- ამ სიტყვებით მიმართა გადაცემა „არჩევანში" საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ  „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელბს დებატების დროს. კობერიძემ  ასევე აღნიშნა, რომ დეპუტატები მთავრობასთან არგუმენტების მოსასმენად, ხშირად მწვავედ კამათობენ.


„ჩვენ მთავრობასთან თქვენზე უფრო მწვავე კითხვები გვაქვს შიდა განხილვებში. ჩვენ პარლამენტის წევრები ვართ, ნდობის მანდატი გვაქვს მოსახლეობისგან და ნურავის ნუ ეგონება, რომ ჩვენ გუნდის შიგნით არ გვაქვს მწვავე კამათი და დებატები. ზოგჯერ რომ დაესწროთ გაიგებთ, რა არის არგუმენტირებული კითხვები" , - განაცხადა ლევან კობერიძემ.


 

 

 

big_banner
არქივი