logo_geo
ირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანე იმ წარმატებაში, რასაც „ქართული ოცნების“ წარმატება ჰქვია
- +

30 ნოემბერი. 2016. 01:40



პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გადაცემა „არჩევანში" განაცხადა, რომ „ქართული ოცნების" წარმატებაში მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.


„უკვე 2 წელია მიკავია აღმასრულებელი მდივნის თანამდებობა „ქართულ ოცნებაში", თქვენ გახსოვთ, როცა დავინიშნე ამ პოსტზე იყო გარკვეული სკეპტიკური კომენტარები სხვადასხვა ექსპერეტებისა და პოლიტიკოსების მხრიდან. თუმცა, რეალურად ამ 2 წლის განმავლობაში შევძელი იმის დამტკიცება, რომ პოლიტიკურ პროცესებში შემიძლია დადებითი წვლილის შეტანა. მარტივად ვიტყვი, ამ ორი წლის განმავლობაში მე ვიყავი ერთ-ერთი ავტორი და განმახორციელებელი იმ გეგმისა, რომლის საბოლოო შედეგი არის თვისობრივად განახლებული „ქართული ოცნება". ამ ცვლილებას დღეს ყველა ხედავს, ამ გეგმის შედეგია ჩვენი დამაჯერებელი გამარჯვება და 115 მანდატი საქართველოს პარლამენტში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მე მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანე იმ წარმატებაში, რასაც ჰქვია „ქართული ოცნების" წარმატება", - განაცხადა ირაკლი კობახიძე.


 

 

big_banner
არქივი