logo_geo
„დრონი იცვალენ“ და ყოფილი მეგობრები ერთმანეთის მიმართ „უბოროტეს მტრებად“ იქცნენ“
- +

30 ნოემბერი. 2016. 02:29



გერმანელი კორესპონდენტი ფლორიან კელერმანი Deutschlandfunk-ის („გერმანული რადიოს") ვებ-საიტზე გამოქვეყნებულ სტატიაში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით წერს. როგორც ჟურნალისტი წერს, მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას მიტინგზე შეკრებილი რამდენიმე ათასი კიეველი ჯერ საკმაოდ სკეპტიკურად შეხვდა - მათ ბევრი დანაპირები ჰქონდათ წინა წლების განმავლობაში მოსმენილი, რომლებიც არ შესრულებულა. თუმცა როგორც კი საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა ლაპარაკი ქვეყანაში არსებულ ოლიგარქულ სისტემაზე დაიწყო, მიტინგზე აპლოდისმენტები გაისმა.  სტატიის ანალოგიური რეპორტაჟი რადიოეთერშიც გადაიცა.


გუბერნატორის პოსტიდან წასვლის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილი უკრაინას მაინც არ შორდება. საქართველოში პერსპექტივის არქონის გამო იგი ახლა შეეცდება უკრაინელებს შორის  პოპულარობა საკუთარი მიზნების განსახორციელებლად გამოიყენოს. უკვე აშკარაა, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავისი ყოფილი მეგობრის, უკრაინის ამჟამინდელი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ბრძოლაში გამოწვევა და ქვეყნის პოლიტიკაში „აურზაურის" მოწყობა განიზრახა.

 

მიხეილ სააკაშვილმა სახელი იმით „გაითქვა", რომ „საქართველო თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოდ" გადააქცია, თუმცა ახლა, ოდესის ოლქის გუბერნატორობიდან გადადგომის შემდეგ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა სერიოზულად გადაწყვიტა „თავისი კვალი უკრაინაშიც დატოვოს". ამას წინათ მან განაცხადა, რომ ორგანიზაცია „ახალი ძალების მოძრაობა" შექმნა.

 

პეტრო პოროშენკო და მიხეილ სააკაშვილი ოდესღაც ერთად სწავლობდნენ კიევის უნივერსიტეტში, მეგობრები იყვნენ, (სწორედ პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დანიშნა იგი ოდესის გუბერნატორად), მაგრამ „დრონი იცვალენ" და ყოფილი მეგობრები ახლა ერთმანეთის მიმართ „უბოროტეს მტრებად" იქცნენ. როგორც ჩანს, ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორს ყელში ამოუვიდა, რომ პეტრო პოროშენკო მას „რეფორმების აბრად" იყენებდა და არ ეხმარებოდა. სწორედ ასე განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა კიევში გამართულ მიტინგზე.

 

გერმანელი ჟურნალისტი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის ახალ პარტიას ექნება იმის შესაძლებლობა, რომ უკრაინის ვერხოვნა რადას მორიგ არჩევნებზე საკანონმდებლო ორგანოში მოხვდეს. უკრაინელი პოლიტოლოგის იური ლესნიჩის თქმით, ბევრი უკრაინელი ქართველ პოლიტიკოსში ქვეყნის მომავალ პრეზიდენტს ხედავს: „იგი ძლიერი პოლიტიკოსია, - ხაზს უსვამს პოლიტოლოგი, - იგი ხალხს ღიად და პირდაპირ ესაუბრება. სწორედ ამიტომ მიხეილ სააკაშვილი სხვა უკრაინელ პოლიტიკოსებზე უფრო პოპულარულია".

 

მიხეილ სააკაშვილი დროს არ დაკარგავს და პოპულარობით მიღებულ შანსს ხელიდან არ გაუშვებს", - აღნიშნულია Deutschlandfunk-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, - საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს სურს რაც შეიძლება სწრაფად იმოქმედოს და თავისი პოპულარობა ხელისუფლებაში მოსვლისა და წარმატებისთვის გამოიყენოს.


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი