logo_geo
მამა თეოდორე: შარვლიან ქალთან დაკავშირებით განსაკუთრებული წესი არ არსებობს, მაგრამ არის ერთგვარი „დრესკოდი“...
- +

29 მაისი. 2017. 18:33



დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ ქრისტიანულ დოგმებსა და რელიგიის მიერ თავისუფლების შეზღუდვის საკითხზე გაზეთ „ვერსიასთან" ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, არსებობს სხვადასხვა წესები, რომელიც მხოლოდ ადამიანთა მოგონილია და საღვთო კანონს ფარავს. მამა თეოდორე კონკრეტულად ქალზე შარვლის ჩაცმის თემას შეეხო.

„ეკლესიის ისტორიიდან ვიცით, რომ სასულიერო პირებს ათასი სისულელე უთქვამთ და გაუკეთებიათ, მაგრამ ამის გამო ხაზს მთელ ეკლესიას ნუ გადავუსვამთ! სხვათა შორის, სახარებაში უფალი უხუცესებს საყვედურობს, რაღაც წესები გამოიგონეთ, რითაც საღვთო კანონი გადაფარეთო. სწორედ ამ გადაფარვის შედეგად მოხდა, რომ ქრისტე ვეღარ იცნეს ანუ ნამდვილი სჯული ადამიანთა მიერ გამოგონილმა წესებმა გადაფარა. მოკლედ, შარვლიან ქალთან დაკავშირებით რამე განსაკუთრებული წესი არ არსებობს, მაგრამ არის ერთგვარი „დრესკოდი". როცა ადამიანი სადმე მიდის, შესაბამისად იცვამს და ეს, ასე ვთქვათ, მომენტი ტაძარშიცაა. კომუნისტების დროს თეატრსა თუ ოპერაში ადამიანები სხვანაირად ჩაცმულები მიდიოდნენ, რესტორანში სხვანაირად, თუმცა ეს წესი დღეს ცოტა დარღვეულია.

 

თუკი ქალს შარვალი აცვია და ტაძარში ასე შევა, ის ცოდვილად არ უნდა ჩავთვალოთ. შეიძლება, მრევლის რომელიმე წევრი შარვლით მოვიდეს, მაგრამ შენიშვნას არ მივცემ, თუმცა ვიმეორებ: გარკვეული „დრესკოდი" არსებობს, მაგალითად, „შორტით" არ მოსულხართ და „შორტით" არც მე დაგხვდით", - აღნიშნა მამა თეოდორე გიგნაძემ.

 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი