logo_geo
მამა თეოდორე: ნეტარება ბედნიერებას ნიშნავს და სახარებაში 9 გზაა ნაჩვენები, თუ როგორ უნდა იყო ბედნიერი...
- +

30 მაისი. 2017. 11:30



დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ „ვერსიასთან" ქრისტიანულ დოგმებსა და წესებზე ისაუბრა. იგი ათი მცნების ისტორიულ დანიშნულებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ქრისტიანულ რელიგიაში აკრძალვებზე ნაკლებადაა ხაზი გასმული და უფრო მეტად ადამიანის ბედნიერების გზებია ნაჩვენები.


„სოციალურ ქსელში გავრცელდა ასეთი ფოტო: ჩატუნტულებულ ქალბატონს, რომელსაც საცურაო კოსტიუმი აცვია, თავსაფარი ახურავს და პლაჟზე ლოცვას კითხულობს. ასეთი რაღაცები, რა თქმა უნდა, ხდება, მაგრამ ამას ქრისტიანობასთან კავშირი არ აქვს. ისე, რელიგიების სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ მაგალითად, იუდაიზმში აკრძალვითი 300 თუ 600 მცნებაა. რაც შეეხება ქრისტიანობას, ათი მცნება, თავისთავად, ცუდი არაა...

 

როცა ადამიანს უწერ, არ მოკლა, ესე იგი, მას რაღაც სჭირს. საერთოდ, ათი მცნება, ერთი მხრივ, თითქოს ადამიანის შეზღუდვას ნიშნავს, მაგრამ მეორე მხრივ, ადამიანი კარაგად ვერ არის, თორემ იმის თქმა რად უნდა, რომ არავინ მოკლას? სხვათა შორის, ყველა მცნებას თავისი ისტორიული დანიშნულება აქვს, მაგრამ საოცარი ისაა, რომ სახარებაში რამე აკრძალვას ვერ ვხედავთ. მაგალითად, ცნობილია 9 ნეტარება. ნეტარება ბედნიერებას ნიშნავს და სახარებაში 9 გზაა ნაჩვენები, თუ როგორ უნდა იყო ბედნიერი და აქ აკრძალვა სადაა?" - აღნიშნა მამა თეოდორემ.

 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი