logo_geo
რამაზ საყვარელიძე: გვაქვს კიდევ ერთი პრობლემა... ეს არის ოჯახი!
- +

30 მაისი. 2017. 11:32



გასულ კვირას დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის ბოლო ზარი დაირეკა. მე-12 კლასელებმა საატესტატო გამოცდების ჩააბრეს, თუმცა საზოგადოებაში დიდი განხილვის თემად იქცა ის ფაქტი, რომ მათგან 11 ათასი მოსწავლე ჩაიჭრა, საიდანაც უმეტესი წილი რეგიონებზე მოდის. ამ თემას პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე  „ახალ თაობასთან" ინტერვიუში გამოეხმაურა და განათლების სამინისტროს გარდა ოჯახის გავლენასაც გაუსვა ხაზი.


„არ შეიძლება, თითი მხოლოდ განათლების სამინისტროსკენ გავიშვიროთ, არა იმიტომ, რომ განათლების სამინისტრო იდეალურია. უბრალოდ, მოვლენაა უფრო რთული. ერთ-ერთი ის სფერო, სადაც ყველაზე ენერგიულად ატარებენ ხოლმე რეფორმებს, სწორედ განათლებაა. ამ ტიპის რეფორმების შედეგი 25 წლის შემდეგ ჩანს, მაგრამ პრაქტიკულად პრობლემა პრობლემად რჩება.

 

მე მგონი, გვაქვს კიდევ ერთი პრობლემა, რომლის გარეშეც მხოლოდ განათლების სისტემით მსჯელობა არ შეიძლება. ეს არის ოჯახი! როდესაც უფროსი თაობის, მშობლის განათლების დონე არ არის სასურველ სიმაღლეზე, მერე ეს აისახება შვილებზე. მინიმუმ 6-7 წელი ბავშვი მხოლოდ მშობლებზეა დამოკიდებული. შემდეგ კი სკოლა და ოჯახი ინაწილებენ პასუხისმგებლობას", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.


 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი