logo_geo
„მიხეილ სააკაშვილმა, თემურ ალასანიამ და სოსო თოფურიძემ, „09“ გაძარცვეს და დააქციეს“
- +

30 მაისი. 2017. 19:46


„ექსკლუზივ ნიუსი"  მიხეილ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის მიერ დაზარალებულ პირთა მხარდამჭერ საინფორმაციო კამპანიას იწყებს. კონკრეტულად კი,  საქმე იმაში მდგომარეობს,  რომ ახლანდელი ხელისუფლების მიერ, მთელი რიგი სისხლის სამართლის საქმეები, რომელიც პრაქტიკულად იგნორირებული და დღემდე გამოუძიებელია, შევეცდებით მათ ტაბუ ავხსნათ და საზოგადოებას ამ საქმეების შესახებ ხმამაღლა ვამცნობთ.


მიხეილ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის მიერ, კერძო პირთა მიმართ, საკუთრების წართმევისა და გამოძალვის უამრავი ფაქტი არსებობს. მსხვერპლთა რაოდენობა განუსაზღვრელია, თუმცა დაზარალებულთა მიმართ, სიტუაცია სასიკეთოდ არ შეცვლილა.


„ექსკლუზივ ნიუსმა", გადაწყვიტა  ამჯერად  საინფორმაციო ცენტრ  „09"-ს მიმართ განხორციელებული უკანონო ქმედებების მთელი კასკადი გაგაცნოთ. საზოგადოებისთვის ის ფაქტები, რაზეც „09"-ის მეპატრონე საუბრობს, უცნობია, გთავაზობთ, ერთ-ერთი სკანდალური და ექსკლუზიური საქმის მიმოხილვას.


„ექსკლუზივ ნიუსი" საინფორმაციო ცენტრ „09"-ს ერთ-ერთ დამფუძნებელს, ივიკო გოგიჩაიშვილს ესაუბრა.

 

- ბატონო ივიკო, რომელ წელს დააფუძნეთ  საინფორმაციო ცენტრი „09"?


- საინფორმაციო ცენტრი „09" 2000 წელს დაფუძნდა, სასამართლო გადაწყვეტილება არსებობს 2001 წლის 26 აპრილის განჩინებით. საინფორმაციო ცენტრი „09" დააფუძნა, სს „ინფო ჯორჯია 21"-მა, რომლის მოწილეები იყვნენ ირაკლი ჩუბინიშვილი, მე ივიკო გოგიჩაიშვილი და „საქართველოს ელექტროკავშირი", რომელიც 19.5 %-ს ფლობდა. „საქართველოს ელექტროკავშირს" ქართული კანონმდებლობით, ერთი წლის განმავლობაში,  უნდა შემოეტანა, წილის თანხა და ამის შემდეგ ჩაითვლებოდა ის ჩვენს მოწილედ. ჩვენ, მე და ირაკლიმ ამ საქმეში ჩავდეთ 500 ათასი აშშ დოლარი. რაც შეეხება მონაცემთა ბაზას, უკვე გაკეთებული გვქონდა. მე, ჯერ კიდევ 1997 წელს შევამოწმე, თუ  როგორ მუშაობდა საინფორმაციო ბაზა. კონკრეტულად კი, ამისთვის, ავიღე ნომერი 929 და ბაზა გავტესტე. ამით დავადგინე, აინტერესებდათ თუ არა ადამიანებს ამა თუ იმ ინფორმაციის შესახებ, საინფორმაციო  ცენტრში დარეკვა. სწორედ ამ „პროექტით" - ბაზით შევედი „09"-ში.  მაშინ ის იყო ორგანიზაცია, რომელიც წაგებაზე მუშაობდა, დასაქმებული იყო სოლიდური ასაკის ადამიანები, კომპანიას ჰყავდა  ფანტასტიკური დირექტორი მედეა იოსელიანი, ის 2010 წელს გავიდა პენსიაში. ჩვენ მათ, ძველ თანამშრომლებს შევთავაზეთ, მოეყვანათ თავიანთი ოჯახის წევრები, რომლებსაც მათ ნაცვლად, მოვამზადებდით და დავასაქმებდით ჩვენს კომპანიაში. ამის შემდეგ დავიწყეთ ჩვენი საქმიანობა. კონკრეტულად კი, ლენინგრადში იყო და არის ასეთი ინსტიტუტი „ლონისი", სადაც ძლიერი სპეციალისტები მუშაობდნენ, ის დღემდე უძლიერესი ფირმაა, ცნობილია, რომ რუსეთის ქოლ-ცენტრების 60 პროცენტი მათი  აწყობილია. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ინტერფეისი  „09"-თვის,  სწორედ მათ დაგვიმზადეს. „09" მათ მიერ შექმნილი ინტერფეისით მუშაობს. აბსოლუტურად ახალი პროდუქტი შევქმენით. ჩვენ პირველებმა დავნერგეთ საქართველოში ზარების მონიტორინგი, რომელიც მერე სხვა კომპანიებმა „ნაგლად" მიითვისეს. 2001 წელს ჩვენს გარდა სხვა ქოლ-ცენტრი არ არსებობდა. საკმაოდ კარგად დავიწყეთ ფუნქციონირება. ჩვენ უნიკალური საინფორმაციო ბაზა გვქონდა.


- ვინ დაინიშნა კომპანიის დირექტორად?


- კომპანიის დირექტორად დავნიშნეთ გიორგი ქოჩლაძე. ის ჩემმა პარტნიორმა ირაკლი ჩუბინიშვილმა მოიყვანა სამსახურში. მან რაც  იცის ამ საქმეში დღემდე,  ჩვენ ვასწავლეთ.

 

- გამოდის, რომ დირექტორად მიიღეთ ადამიანი, რომელსაც ამ საქმეში არანაირი ცოდნა და გამოცდილება არ ჰქონდა?


- ჩვენ ვასწავლეთ ყველაფერი, რაც იცის. „09" -ის შექმნა ჩემი და ჩემი მეგობრის, მიშა სურგულაძის ერთობლივი იდეა იყო. წილები ასე გვქონდა გაფორმებული ნახევარ-ნახევარი წილი, 40%-40 % გვეკუთვნოდა მე და ირაკლი ჩუბინიშვილს, ხოლო 19.5 % „ელექტროკავშირს", რომელმაც კუთვნილი შემოსატანი თანხა, კომპანიაში არ შემოიტანა.  ჩვენ მათ, „ელექტროკავშირს" 2005 წლამდე ვეხვეწებოდით მათი წილის შევსებას, არ შეავსეს ეს წილი, ამიტომ იძულებული გავხდით და ისინი გავრიცხეთ. ჩვენ გავრიცხეთ  „საქართველოს ელექტროკავშირი", რომელიც გარიცხვის პერიოდში გახდა გიორგი რამიშვილის და მისი ყაზახი პარტნიორების საკუთრება.


2006 წელს, მიშა სააკაშვილმა „საქართველოს ელექტროკავშირი" ყველა წესის დარღვევით, მიჰყიდა ყაზახებს,   სააკაშვილმა საინფორმაციო ცენტრ „09"-ში შემოიყვანა ყაზახი ინვესტორები, რომლებმაც „საქართველოს ელექტროკავშირის" წილი  96 მილიონად იყიდეს. წინამძღვრიშვილზე და რუსთაველზე მდებარე შენობები დაგვაცლევინეს. ყაზახები  რომ შემოვიდნენ, შენობა - ე.წ. სპეც-კვანძი გვქონდა რუსთაველზე. „09" და სპეც-კვანძი ერთი შემადგენელი ნაწილი იყო.


2004 წელს ვანო მერაბიშვილის მოთხოვნით ვიყიდეთ ციფრული სპეც-კვანძი. ცნობილია, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლება მოვიდა სათავეში, ხშირად რეკავდნენ მოქალაქეები  ბომბის არსებობის შესახებ. მაშინ  „02"-ს მე ვემსახურებოდი, ვაგროვებდი ზარებს ყველა ატეესიდან და ვუგზავნიდი მაშინდელ პატრულს. სწორედ ეს გახდა მიზეზი, 2004 წელს სასწრაფო წესით შეგვეძინა ციფრული სადგური. ამიტომ გავემგზავრე თურქეთში, შევიძინე ციფრული სადგური და ერთ კვირაში შეწყდა ზარები ბომბის არსებობის შესახებ. რადგან უკვე ვხედავდით, ვინ საიდან რეკავდა.  ძველი სპეც-კვანძი შევცვალეთ ციფრული ატეესით.


- ციფრული სადგურის შემოტანამ რა პროექტებს ჩაუყარა საფუძველი?


- ციფრული სადგურის შემოტანის შემდეგ, ჩაეყარა საფუძველი 112-ს.  ეს არის საერთაშორისო ნომერი. ჩვენთან ხდებოდა ზარების შეგროვება და ამ ზარებს საჭიროების მიხედვით გადავცემდით შსს-ს, სასწრაფოს და სახანძროს.  სწორედ ეს კვანძი კავშირგაბმულობის გული იყო. მაგრამ მე და ყაზახი ინვესტორი მაინც ვერ შევთანხმდით, რადგან მან ჩემი შექმნილი  და აწყობილი კომპანიის 80% თვითონ მოითხოვა, რაზეც მე კატეგორიული უარი ვუთხარი. მან გამოგვყარა და  დაგვტოვა შენობის გარეშე.  ერთ თვეში დაგვაცლევინეს  უზარმაზარი ორგანიზაცია. იმ დროისთვის, მხოლოდ ერთ  ცვლაში 120 ადამიანი  მუშაობდა, ეს მხოლოდ ქალები და ამას ემატებოდა სხვა ტექნიკური პერსონალიც. იქიდან გამოყრის შემდეგ, ჯიქიას ქუჩაზე,  ვიყიდეთ სწორედ ის შენობა, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით. ცარიელ კედლებში 600 000 დოლარი გადავიხადეთ. იმ დროს აქ ტურები კიოდნენ.


- რომელ წელს გადმოიტანეთ ციფრული სადგური ჯიქიაზე?


- ციფრული სადგური 2008 წელს გადმოვიტანეთ ჯიქიაზე. რაც „09"-ს წინააღმდეგ მოხდა, ამას ჰქვია სახელმწიფოს შეცდომა.


- ვინ დაუშვა ეს შეცდომა?


-  „09"-თან დაკავშირებით, შეცდომა დაუშვა  სახელმწიფომ და მიხეილ  სააკაშვილმა ერთად. იქ, სადაც 450 კვ. მეტრზე განთავსებული მქონდა საინფორმაციო სადგური, ეს იყო კავშირგაბმულობის გული. ერთხელაც დამიბარა ყაზახმა ინვესტორმა და მითხრა, უნდა დაცალო შენობაო. რადგან საქმე კარგად ვიცოდი, სწორედ ამის გამო, შემომთავაზა, კომპანიის 20% წილი შენ გქონდეს და 80% მე მექნებაო. რა თქმა უნდა, ამ შემოთავაზებაზე უარი განვაცხადე, რადგან ყველაფერი ჩემი შრომით და შესაძლებლობებით იყო აწყობილი. ამიტომ ეს შემოთავაზება ჩემთვის დამამცირებელიც იყო და მიუღებელიც. თავისი ჭკუით, ის ჩემს მიერ აწყობილი კომპანიის მეპატრონედ არ მიმიჩნევდა.


- თუ არ გთვლიდათ მეპატრონედ, მაშინ  20% რატომ შემოგთავაზათ?


- გავიმეორებ კიდევ ერთხელ, იმიტომ შემომთავაზა 20 %, რომ ეს საქმე ვიცოდი კარგად. ამის შესახებ, მას სრული ინფორმაცია ჰქონდა.


საინფორმაციო ცენტრი „09" უამრავი ინოვაციური პროექტის ავტორია.  მაგალითად, პირველად ჩვენ განვახორციელეთ სოციალური გამოკითხვები, სატელევიზიო გათამაშებები. პირველად, საქართველოს ისტორიაში, ჩვენ გავათამაშეთ ტელევიზიით ავტომობილი. ეს ინოვაციური პროექტი, შემდეგ უსამართლოდ „მაგთიმ" მიითვისა.


გარდა ამისა, სასარგებლო ინოვაციური პროექტები განვახორციელეთ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს. კერძოდ, ჩავრთეთ ლარის გადმორიცხვის სერვისი.  ვეხმარებოდით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას. არ შემიძლია, არ გავიხსენო ის, რომ „მაგთი" გვართმევდა დახმარებისთვის გადმორიცხული თანხის პროცენტს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები გვიკავშირდებოდნენ  „095"-ზე და გვაცნობდნენ თავიანთ პრობლემებს. ჩვენ მათ შესაბამის დახმარებას ვუწევდით. ეს პროექტი 3 წლის მანძილზე წარმატებულად მუშაობდა და შემდეგ უშიშროების საბჭოს მოთხოვნით გავაუქმეთ. იმ პერიოდში მამუკა მონავარდისაშვილი იყო ჩემი კომპანიის დირექტორი, მან კარგად იცის კავშირგაბმულობის საკითხები. რაც შეგვეძლო, მაქსიმალურად დავეხმარეთ დევნილებს. თანხას ვურიცხავდით ჩუღურეთის რაიონში ჩამოსახლებულ ლტოლვილებს. პირველ დღეებში საკუთარი ჯიბიდან ამოღებული ფულით შევიძინეთ ლეიბები და სხვა ნივთები, სოზარ სუბართან ერთად წავიღეთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და იქ მცხოვრებლებს გადავეცით.

 

- დავუბრუნდეთ „09"-ის საკითხს, როდიდან შეექმნა საინფორმაციო ცენტრს პრობლემები?


- 2006 წელს ჩემი მოწილე ირაკლი ჩუბინიშვილი რუსეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა. ამიტომ თავისი წილი, სამართავად თავის ძმას, ნიკა ჩუბინიშვილს გადასცა. ნიკამ 2009 წელს წილის გაყიდვა მოისურვა. მანამდე პრეტენზიები დირექტორს გიორგი ქოჩლაძეს გაუჩნდა,  რომელმაც ხელფასის გაორმაგება მოითხოვა.

 

- რატომ, ცოტა ჰქონდა ხელფასი?


- 5000 ლარი ჰქონდა ხელფასი და პლუს ამას, მოგების 10 პროცენტი. საკმაოდ ბევრ ფულს იღებდა არაფერში და ამის მიუხედავად, უფრო მეტს მოითხოვდა.


- თუ ასეთი უზრუნველყოფილი იყო ფინანსურად, მაშინ რატომ ჰქონდა მას პრეტენზია?


- იმიტომ, რომ ის ჯერ „ზარალასთვის" წილების მიყიდვას „ჩალიჩობდა". გითხარით, რომ ჩემს მოწილეს, ნიკუშა ჩუბინიშვილს უნდოდა თავისი წილის გაყიდვა. სასამართლოზე როცა „ზარალას" ვრიცხავდით პარტნიორობიდან, მოწინააღმდეგე მხარემ წარმოადგინა ჩვენი ისეთი  დოკუმენტები, რომელსაც მას დირექტორის, კერძოდ  ქოჩლაძის გარდა ვერავინ ვერ გადასცემდა და შეიქმნა უხერხულობა.  სწორედ ამის შემდეგ, ის, ყველა კანონის დაცვით გავუშვით სამსახურიდან.  მისი წასვლის შემდეგ მოვიყვანეთ კავშირგაბმულობის „მხეცი", ავთო ცაგარეიშვილი. სამწუხაროდ, მას ერთ წელიწადში ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და მაგის შემდეგ,  მოვიყვანეთ მამუკა მონავარდისაშვილი.


ჩემი პარტნიორის, ნიკუშა ჩუბინიშვილის წილი 2009 წელს გაიყიდა, მაშინ, როცა სააკაშვილი უკვე „დამკაში" იყო გასული და მეორედ იყო პრეზიდენტად არჩეული. ნიკუშა ჩუბინიშვილმა აიტეხა, ამერიკაში უნდა წავიდე საცხოვრებლადო. ბევრი მყიდველი გვყავდა, მათ შორის „იბიარდი", რადგანაც ცნობილი იყო, რომ დიდ საინფორმაციო ველს ვფლობდით, იმდენად დიდი საინფორმაციო ველი გვქონდა, ერთი პერიოდი,  ტელევიზიებსაც კი ვაჩერებდით. მაგრამ, მოხდა ყველაზე ცუდი, მოწილედ „საქართველოს ბანკი"  შემოვიდა, კერძოდ, ლადო გურგენიძე თავისი დამქაშებით. რაც მე ჩამიტარა ლადომ, ზუსტად ის ჩაუტარა მას შემდეგ „საქართველოს ბანკმა", გადააგდო და გაპარსა.


„საქართველოს ბანკმა" ნიკუშა ჩუბინიშვილის წილი 40% 1 მილიონ დოლარად შეიძინა. 5000 დოლარი, თანხის გამოტანის პროცენტიც კი დააკლეს ნიკუშას, რომელიც ჩემი გადასახდელი გახდა. ამ შენობის სესხი, სადაც ახლა არის საინფორმაციო ცენტრი „09" განთავსებული,  „ბაზის ბანკიდან" გვქონდა აღებული, „საქართველოს ბანკის" მოთხოვნით, 338 000 ლარის ოდენობის ვალით, იძულებით გადმოვედით „საქართველოს ბანკში". შემდეგ,  შიგნით „საქართველოს ბანკში" მოხდა „ომი", რის შემდეგაც, ის პირები, ვინც მე სამეთვალყურეო საბჭოში მყავდა, ალექსანდრე ლიპარტელიანი და ელი ენოხი „საქართველოს ბანკმა"  მოხსნა ბანკში დაკავებული თანამდებობიდან.  ალექსანდრე ლიპარტელიანს ბანკმა დაუკარგა საბუთები და გადაწყვეტილებას ვერ ვცვლიდი. მე და  ლადო გურგენიძემ ვერ მოვილაპარაკეთ ერთ სესხზე, ეს იყო 150 000-დოლარიანი სესხი. მე ვერ ვიღებდი გადაწყვეტილებას, რადგან სამეთვალყურეო საბჭო აღარ მყავდა.


ამის შემდეგ, დირექტორად მოვიყვანე ფინანსისტი კოტე ლაშხი. ის შეეკრა „საქართველოს ბანკს" და ხელშეკრულებას, რომელსაც ხელს არ ვაწერდი, მან მოაწერა ხელი. სასამართლო დაიწყო და 150 000 დოლარი სესხი ამოვარდა, რომელიც 2009 წელს, აღსრულების მიხედვით 7 დღეში უნდა დამეფარა მილიონზე მეტი თანხა. წინააღმდეგ შემთხვევაში „09" გახდებოდა „საქართველოს ბანკის". მაშინ ლადო გურგენიძე უკვე აღარ მუშაობდა ბანკში. მიშას მთავრობის იყო „საქართველოს ბანკი" და ხელს არავინ კიდებდა. ხელშეკრულება პირველ დღეს მაგათ დაარღვიეს.


- რა მოიმოქმედეთ ამ კონკრეტულ შემთხვევაში პრობლემის მოსაგვარებლად?


- 2009 წელს სამჯერ გავაჩერე „08", სასამართლოს გადაწყვეტილებით.

 

- რა შუაშია აქ „08" და რატომ უჩიოდით მას?


- „09"-ს ყოფილი დირექტორი, გიორგი ქოჩლაძე, რომელიც მე დავნიშნე თანამდებობაზე, სამსახურიდან წასვლის შემდეგ, ჩემგან მოპარული ბაზებით, სხვადასხვა სახელით, ხსნიდა სხვადასხვა ორგანიზაციებს. ბოლოს კომპანია  „ჯეოცნობარი" გახსნა. ჩემგან მოიპარა საინფორმაციო ბაზა, გახსნა იდენტური სამსახური, გათამაშებების პროგრამა წაშალა და თანამშრომლები მოატყუა, შევიდა დარბაზში, განაცხადა, მივდივარ სამსახურიდან და ჩემები ვინც ხართ, გამომყევითო, უამრავი ადამიანი დატოვა ქუჩაში. მაქვს მათი ახსნა-განმარტებები, რომელიც სამსახურში დაბრუნების დროს დაწერეს და პატიებას ითხოვდნენ.


პრობლემის მოგვარება შევეცადე იმით, რომ მივმართე ჩემი ბავშვობის მეგობარს, სააკაშვილის ბიძას, თემურ ალასანიას, რომელსაც მოსკოვიდან ვიცნობ, ვიცნობდი მიშასაც, მივედი თემურ ალასანიასთან და ვთხოვე, დამხმარებოდა პრობლემის მოგვარებაში და სწორედაც, რომ მაშინ მივქარე...


მისი ბიჭი ნიკუშა ალასანია წამოვიყვანე ჩემთან და საინფორმაციო ცენტრ „09"-ს წილში ჩავსვი. ვუთხარი, ვიომოთ „საქართველოს ბანკთან", რადგან მე მართლა არავის ვალი არ მაქვს-თქო, დოკუმენტები ახლაც შენახული მაქვს, როგორ კაპიკ-კაპიკ დავფარე სესხები. სასაცილო და უცნაურ ამბავს მოგიყვებით... „ასტრა-პარკი" რომ იყო დიღომში, ის ალასანიასა და შაფათავას ერთობლივი საკუთრება იყო. თემურ ალასანიამ რაც გაუკეთა შაფათავას, სწორედ ის გამიკეთა მე მისმა შვილმა ნიკუშა ალასანიამ. შაფათავას ძმაკაცი მილიონერი ალიკ გუდისი, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს,  ჩამოვიდა საქართველოში, ჩამოიტანა ჩემოდნით დიდი თანხა და მიიტანა „საქართველოს ბანკში" შაფათავას დასახმარებლად,  რომელიც იმ დროს ციხეში იყო. ყველაფერი წაართვეს შაფათავას, რაც ჰქონდა, მან ყველაფერი გააკეთა, მაგრამ ხან ომი იყო, ხან გააჩერებინეს „ასტრა პარკი" და გაკოტრდა. ანალოგიურად მეც მქონდა  ბანკში ჩადებული ყველაფერი, მათ შორის ჩემი ცოლის ბინები და ისიც, რაც მე დამიტოვეს ჩემმა მშობლებმა, ყველაფერი ბანკში მაქვს ჩადებული.


ნიკუშა ალასანია, რომელიც წილში ჩავსვი და რომელსაც ევალებოდა პრობლემის მოგვარება, გავუშვი მედიატორად „საქართველოს ბანკში". ნიკა ალასანიამ მოგვარების ნაცვლად, „საქართველოს ბანკს" გადაუხადა იმაზე მეტი თანხა, რასაც ბანკი მედავებოდა, კონკრეტულად მილიონ ორას ორმოცდაათი ათასი დოლარი. ნიკუშა ალასანიამ, ასევე ვერ მოაგვარა მეორე პრობლემაც, კონკრეტულად კი, თოფურიძის საკითხი.


- ვინ თოფურიძეზე საუბრობთ?


- სოსო თოფურიძეს ვგულისხმობ, კუდ-ის ყოფილ უფროსს. ის მფარველობდა „08"-ს.

 

- რა კავშირი ჰქონდა სოსო თოფურიძეს „08"-თან?


- სოსო თოფურიძე და გიორგი ქოჩლაძე, რომელიც მე დავნიშნე „09"-ის დირექტორად, ალალი დეიდაშვილები არიან. იცით, რაშია საქმე? მათ გაუშვეს რეკლამები, თითქოს „08" ნახევარ ფასად გასცემდა ინფორმაციას, რაც არასწორი და ტყუილი იყო. რეალურად კი,  ჩემთან სამი ინფორმაციის მიღება შეიძლებოდა იმავე ფასად. მართალია, ის რეკლამა არაფერს არ მაკლებდა, მაგრამ სამართლებრივად მინდოდა, სიმართლე ეთქვა „08"-ს რეკლამაში, ეს პირდაპირ იყო სარეკლამო კანონის დარღვევა, მესამედ ფასში ჩემი მომსახურება გამოდიოდა და არა მისი ნახევარ ფასად. როგორც ამას ისინი აცხადებდნენ. ასევე, მოხდა ის ფაქტი, რომ ჩემი მოწილე, რომელიც თავად შემოვიყვანე წილში, მიშა სააკაშვილის, ალალი ბიძაშვილი ნიკა ალასანია, უჩემოდ წავიდა კობა ნაყოფიასთან მოლაპარაკებებზე. სადაც ნაყოფიამ უთხრა ნიკას: -  ბიჭო, შენ იცი, რას გეტყვი, 3 კი არა, 14 მილიონი რომ დამჭირდეს, „09"-ს მაინც წავართმევ მეპატრონესო. ეს მომიყვა თავად ნიკამ და მე ვუთხარი - დაგემუქრა, ბიჭო, ნაყოფია? შენს ბიძაშვილს ფულს პარავს ნაყოფია და ამ მოპარულ ფულს შენ თვითონ უკან გტენის-თქო? აი, ეს საუბარი მქონდა ნიკასთან.


გავაგრძელებ თოფურიძეზე ლაპარაკს, სოსო თოფურიძემ  გააყალბა   სასამართლო პროცესები  და სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნებიც.


- რას გულისხმობთ გაყალბებაში და როგორ მოახერხა ეს სოსო თოფურიძემ?


- 20 სასამართლო პროცესი მქონდა „08"-თან და თოფურიძემ  ყველა გააყალბა. სოსო თოფურიძე და  გიორგი ქოჩლაძე, რომლებიც ალალი დეიდაშვილები არიან, ერთობლივად მებრძოდნენ. ამჟამად, „08"-ს დე-ფაქტო დირექტორი სოსო თოფურიძის შვილი, გიორგი თოფურიძეა, რომელიც  ჩვეულებრივად დადის სამსახურში. თუმცა ოფიციალურად სხვა პირი ჰყავს დირექტორად გაფორმებული.


არის ასეთი ორგანიზაცია „ჯეოცნობარი", მისი ხელმძღვანელი იყო ლევან ბუჩუკური, რომელიც  ადრე „მაგთის" შეფი იყო, ის გამოცდილი კადრია. გიორგი ქოჩლაძემ უთხრა ბუჩუკურს, მე მაქვს საინფორმაციო ბაზაო და მან ბუჩუკური მიიღო სამსახურში. „ჯეოცნობარი" იყო „08"-ის მფლობელი. როცა მიიღო ლევანი სამსახურში ქოჩლაძემ, სოსო თოფურიძე კუდ-ის ორ მაღალჩინოსანთან ერთად დაადგა კაბინეტში, გაახსენეს, შენ ბადრი პატარკაციშვილის ძმაკაცი ხარ,  მის ფირმებში მუშაობდიო და „აახიეს" ეს ფირმა. ლევანმა მათ სასამართლო მოუგო. გეტყვით ასევე იმას, რომ  „ჯეოცნობარის" დამფუძნებელია კობა ნაყოფიაც და ჰაერშია სასამართლო გადაწყვეტილება, რადგან გიორგი ქოჩლაძემ, სხვა კომპანიით „ზუმერში" გადაათამაშა წილები. სწორედ „ზუმერმა"  მიითვისა წილები, 8 პროცენტი მისცა „არემჯი გრუპს", იმავე კობა ნაყოფიას. მას, კობა ნაყოფიას ოფიციალურად 980 ათასი დოლარი აქვს ამ კომპანიაში ჩადებული. ამჯერად კობა ნაყოფია უჩივის სოსო თოფურიძეს, მის შვილს და ქოჩლაძეს, კონკრეტულად კი „08"-ს და დაზარალებულად ცნობას ითხოვს.


კობა ნაყოფია როცა შევიდა მათთან წილში, ეს ის პერიოდია, როცა ის „ნაციონალებს" და მიშას გაწეწილი ჰყავდათ, კერძოდ მას 120 მილიონი წაართვეს. ცნობილია, როგორი წუწკი და გოიმია კობა ნაყოფია, ფულის გადახდა არ უყვარს და მან 3 მილიონი რომ არ გადაიხადა,  120 მილიონი აახიეს „ნაციონალებმა".


- დავუბრუნდეთ თქვენს დავასჯეოცნობართან"...


- უზენაესი სასამართლოს დასკვნა 2013 წელს სოსო თოფურიძემ გააყალბა, მოსამართლემ იკითხა, რა არის მონაცემთა ბაზაო? მოსამართლეს მონაცემთა ბაზის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა. სამხარაულის ექსპერტიზა  სამთვენახევარი მუშაობდა, ბოლოს მივწერე, ჩემს საინფორმაციო ბაზას საზღვარგარეთ გავგზავნი და დასკვნას იქ გამიკეთებენ-თქო და გამიკეთეს. დასკვნა იყო 89-გვერდიანი, მაგათ ეგონათ, სასამართლო მხოლოდ პირველ სამ გვერდს წაიკითხავდა, სადაც პირობითად წერია რაღაცეები, ინტერფეისის ცხრილებია მოცემული და ა.შ. დანარჩენ ყველა ფურცელზე ეწერა, რომ ბაზა მოპარულია. საშინელება გაუკეთა მოსამართლეს ჩემმა ადვოკატმა, მოსამართლემ ხელები აწია, მართლები ხართო.  მე როცა ბაზას ვამზადებდი, ევრო არ იყო შემოსული მიმოქცევაში, ამიტომ დოლარით ვიწყებდი ლაპარაკს. შესაბამისად, ჩემი ვალუტის ცხრილი დოლარით იწყებოდა. 2009 წელს გაკეთებული ბაზით ბოლოში ევრო რანაირად უნდა გეწეროს? როცა ევრო იყო უკვე პირველი ვალუტა? ჩემი აზრით, სოსო თოფურიძე არსად არაა წასული, ყველამ იცის, სადაც არის. სამწუხაროდ, მას კვლავაც აქვს გავლენები. საბოლოოდ, სასამართლოზე მორიგებას მოვაწერეთ ხელი, მათი „ჯეოცნობარის" შემოსავლის 60 % არის ჩემი ანუ „ინფო ჯორჯიასი". ესაა აღიარება იმისა,  რომ მათ ბაზა მომპარეს. ამ ფაქტზე, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, კონკრეტულად კი „09"-ის ბაზის მოპარვაზე. გამომძიებელმა მითხრა, ყველაფერში მართალი ხარ, მაგრამ ზურაბ ადეიშვილმა თქვა, პირველი დონის სასამართლომ გაამტყუნოს და მერე დავიწყოთ სისხლის სამართლის სასამართლოო. მოვიგეთ ის სასამართლო.


- რაზე უჩიოდით გიორგი ქოჩლაძეს?


- პირველი სასამართლო მოვიგეთ, ბაზის მოპარვაზე ქოჩლაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული.


- როგორ განვითარდა შემდეგ მოვლენები, ახლა რა ეტაპზე ხართ, შეთანხმებაზე ხელის მოწერის შემდეგ როგორ გაგრძელდა თქვენი საქმე?


- შეთანხმებას რომ მოვაწერეთ ხელი, იქ ვართ გაჩერებული. რა აზრი აქვს ახლა ფულის დახარჯვას და ჩივილს?  კობა ნაყოფიამ  „08" „კვესი ჯგუფზე" გადაიტანა, მარეგულირებელში ირაკლი ჩიქოვანთან ჩააწყო საქმე.


- ვინაა ახლა „09"-ის მოწილე?


- მე ვარ მოწილე. ცალკე ფირმაზე გადავიტანე ჩემი ლიცენზიები. „ინფო ჯორჯია" გაჩერებულია, კომპანიას ვალები აქვს, წამართვეს შენობები, ამდენი ვალი რეალურად არ არსებობს. „08"-ს ათეულობით მილიონი  აქვს ჩემი ვალი, რომლის გადამხდელიც არ არის, რადგან ეს ფირმა აქეთ-იქეთ იცვლის სახელებს. თითქოს საქმეს იძიებს ფინანსური პოლიცია, მაგრამ რეალურად არაფერს არ აკეთებს.


- რატომ არ ახდენს რეაგირებას ფინანსური პოლიცია?


- არ ვიცი. მე ვერ გეტყვით. თავად ჰკითხეთ.

 

- ვინ და რამ დააქცია „09"?


- „09" დააქცია იმან, რომ ნიკა ალასანიამ მოიყვანა თავის არაპროფესიონალი კვერცხები, რომლებმაც კომპანია დააქციეს. როცა კომპანიაში ალასანია შემოვიდა, 170 000 იყო ყოველთვიური შემოსავალი. ნიკა ალასანია 2012 წელს წავიდა ქვეყნიდან და თხოვნა დაწერა, თუ სადმე რამე წილები ჰქონდა, ყველაფერი გადასცა საქართველოს სახელმწიფოს. მისი წასვლის შემდეგ, აღმოჩნდა რომ მას „რესპუბლიკა ბანკში" კომპანიისთვის აღებული ჰქონდა 70 000 ოდენობის ვალი.  ნიკა  ალასანიას წასვლის მერე „რესპუბლიკა ბანკი" სასამართლოში გავარდა, მიჩივლა, დამიყადაღა ანგარიშები, ამახია შენობა და დამადეს ვალები. დაკეტილმა ორგანიზაცია „ინფოჯორჯიამ" 267 000 ლარი, თანამშრომლების ვალი გადაიხადა. ასე, რომ დამაქციეს.  ეს იყო გეგმაზომიერად გაკეთებული, „რესპუბლიკა ბანკს" არბიტრაჟი თავის შენობაში ჰქონდა, ჩემს იურისტს არც უსმენდნენ. ჩემმა ფინანსურმა დირექტორმა დაწერა განცხადება, რომ მას სამთვიანი დასვენება ეკუთვნოდა.


ნიკა ალასანიამ საერთაშორისო ზარების ხელშეკრულება დადო ამერიკულ კომპანიასთან, რომელმაც გადაგვაგდო, იმ კომპანიას 170 000 დოლარი  აქვს ჩვენი ვალი, საქმეს იძიებს ფინანსური პოლიცია. მაგრამ ეს საქმეც გაჩერებულია. „მაგთის", „ჯეოსელის" და   „ბილაინის" ვალები დამედო. შესაბამისად, „09" „რესპუბლიკა ბანკის" სესხს ვერ მოემსახურა.


- უცნაურია, პრეზიდენტ სააკაშვილის ბიძა და ბიძაშვილი იყვნენ თქვენთან წილში და პრობლემასაქართველოს ბანკთან" მაინც ვერ მოაგვარეს, გამოდის, რომ პრეზიდენტის ნათესავებს გავლენით  სოსო თოფურიძემ  აჯობა?


- დიახ, სოსო თოფურიძე სჭირდებოდა პრეზიდენტ სააკაშვილს. მიშას თავისი ბიძა და ბიძაშვილი, უკაცრავად და, ერთ ადგილზე ეკიდა.


- რატომ?


- იმიტომ, რომ სოსო თოფურიძე სჭირდებოდა მიშას, ის ხალხს ნიშნავდა, იჭერდა, სოსოს დანიშნული ხალხი  მიშას საქმეს აკეთებდა და ისინი დღესაც საქმეს აკეთებენ. ყველა დაიჭირეს სოსო თოფურიძის გარდა, სოსო რატომ არ დაიჭირეს? რაც შეეხება თემურ ალასანიას, მას არავისთვის  სიკეთე არ გაუკეთებია.


- რას ითხოვთ?


- არავისგან არაფერს ვითხოვ, მინდა სამართლიანი სასამართლოს ჩატარება. მე დავიხარჯე და ამ ხარჯვით ნაწილს ყველგან წარმოვადგენ. „09"-ის შემოსავლის მინიმუმ 40 პროცენტი სწორედ  ბაზის შედგენაზე მიდიოდა, ბაზის სტრუქტურა ჩემი მოფიქრებულია, ღამეებს ვათენებდი, ქოჩლაძე ამას ვერ მოიფიქრებდა. როცა გაქვს პროდუქტი, ეს ან ნაყიდი უნდა გქონდეს, ან შენი გაკეთებული უნდა იყოს. თუ შენი გაკეთებულია, ამის დოკუმენტი უნდა გქონდეს. რანაირად არის 2009 წელს ქოჩლაძის მიერ გაკეთებული ბაზა, 2001 წელს ჩემი გაკეთებული ბაზის იდენტური? ის დღემდე იღებს მოგებას დანახარჯის გარეშე.


- ითხოვთ თუ არა სისხლის სამართლის საქმის აღძვრას?


- მოთხოვნილი მაქვს, მაგრამ ფინანსური პოლიცია არ იძიებს. პერიოდულად ვგზავნი წერილებს ფინანსურ პოლიციაშიც და მარეგულირებელში. პრემიერ-მინისტრს, შს მინისტრს და  გენერალურ პროკურატურასაც კი მივმართე.

 

- თუ მოჰყვა თქვენს მიერ გაგზავნი წერილებს რეაგირება?


- დიახ, სწორედ დღეს მივიღე პრემიერისგან პასუხი ჩემს წერილზე, სადაც ბატონი პრემიერის წარმომადგენელი ფინანსურ პოლიციას მიმართავს და ავალებს, რომ  „09"-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, ივიკო გოგიჩაიშვილს, გაეცით კონკრეტული პასუხი როგორც წინა წერილზე, ასევე ახლანდელზეო და დაავალა საქმის გამოძიება. ასევე, კონკრეტული პასუხი გამოგზავნონ პირადად ჩემთან. იმედი მაქვს, ხელისუფლება არ დაუშვებს უსამართლობას და ის, რაც მოხდა „09"-ის წინააღმდეგ, წინა ხელისუფლების მიერ, სამართლებრივად, კანონიერი გადაწყვეტილებით იქნება აღკვეთილი. დაველოდები მოვლენების განვითარებას.

 

- როდის ჩნდება საქმეში კობა ნაყოფია?


- კობა ნაყოფია ნიკუშა ალასანიასთან დასაპირისპირებლად გამოაჩინა სოსო თოფურიძემ. ამჟამად, კობა ნაყოფია  „ჯეოცნობარს" და პრაქტიკულად სოსო თოფურიძეს უჩივის.


- რა ურთიერთობა გაქვთ ამჯერადზარალასთან", სილქნეტის" დამფუძნებელთან?


- მე მასთან პირადი ურთიერთობა არ მაქვს. თუმცა მანდ მუშაობს ჩემი მეგობარი ლევან ბუჩუკური, რომელიც ისევეა დაზარალებული სოსო თოფურიძისგან, როგორც მე.

 

- ხომ არ გეგმავთსილქნეტთან" გაერთიანებას?


- დიახ, არის მოლაპარაკებები და გაერთიანებასაც არ გამოვრიცხავ.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი