logo_geo
მიხეილ სააკაშვილმა და სახელმწიფომ „09“-ს წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა
- +

30 მაისი. 2017. 20:08


საინფორმაციო ცენტრ „09"-ის დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ივიკო გოგიჩაიშვილი „ექსკლუზივ ნიუსთან" საუბარში აცხადებს, რომ სააკაშვილის რეჟიმმა, „09"-ს წინააღმდეგ, სახელმწიფო დანაშაული ჩაიდინა.


„2006 წელს, მიშა სააკაშვილმა „საქართველოს ელექტროკავშირი" ყველა წესის დარღვევით, მიჰყიდა ყაზახებს,   სააკაშვილმა საინფორმაციო ცენტრ „09"-ში, შემოიყვანა ყაზახი ინვესტორები. რომლებმაც „საქართველოს ელექტროკავშირის" წილი  96 მილიონად იყიდეს. წინამძღვრიშვილზე და რუსთაველზე მდებარე შენობები დაგვაცლევინეს.

 

რაც „09"-ს წინააღმდეგ მოხდა, ამას ჰქვია სახელმწიფოს შეცდომა. „09"-თან დაკავშირებით, შეცდომა დაუშვა  სახელმწიფომ და მიხეილ  სააკაშვილმა ერთად.იქ სადაც 450 კვ. მეტრზე განთავსებული მქონდა საინფორმაციო სადგური, ეს იყო კავშირგაბმულობის გული. ერთხელაც დამიბარა ყაზახმა ინვესტორმა და მითხრა, უნდა დაცალო შენობაო. რადგან საქმე კარგად ვიცოდი, სწორედ ამის გამო, შემომთავაზა კომპანიის 20% წილი შენ გქონდეს და 80% მე მექნებაო. რა თქმა უნდა, ამ შემოთავაზებაზე უარი განვაცხადე, რადგან ყველაფერი ჩემი შრომით და შესაძლებლობებით იყო აწყობილი.

 

ამიტომ ეს შემოთავაზება ჩემთვის დამამცირებელიც იყო და მიუღებელიც. თავისი ჭკუით, ის ჩემს მიერ, აწყობილი კომპანიის მეპატრონედ არ მიმიჩნევდა.

 

იმიტომ შემომთავაზა 20 %, რომ ეს საქმე ვიცოდი კარგად. ამის შესახებ, მას სრული ინფორმაცია ჰქონდა",-აცხადებს გოგიჩაიშვილი.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი