logo_geo
ედიშერ ქარჩავა: თუ ვაჟკაცობა ჰყოფნის თქვას რატომ უპირისპირდება მშობელ, სულიერ მამას!
- +

30 მაისი. 2017. 22:47



მოკვდინება არის პიროვნების სულიერი განადგურება მომაკვდინებელი ბრალდებებით", -ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი-2"-ის ეთერში საპატრიარქოს  იურისტმა ედიშერ ქარჩავამ განაცხადა. ქარჩავამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი განცხადებები და აღნიშნა, რომ მეუფე პეტრე ეკლესიისგან შორსაა.


დღესაც მეუფე პეტრე აგრძელებს იმ მოქმედებას, რაც მიმართულია საკათალიკოსო ტახტის დაქვრივებისკენ, მოკვდინება არის პიროვნების სულიერი განადგურება მის მიმართ წაყენებული ბრალდებებით და ამ ბრალდებების ტირაჟირება, მეუფე პეტრე მის პრესსპიკერთან მამა ანდრიასთან ერთად ეკლესიის ჩარჩოებს გასცდა, მე ვადასტურებ, რომ მეუფე პეტრე აგრძელებს იმ მოქმედებას, რაც მიმართულია უწმინდესის წინააღმდეგ, მას თუ ვაჟკაცობა ჰყოფნის თქვას რატომ უპირისპირდება მშობელ, სულიერ მამას. მე კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ საუბარი მაქვს სულიერ მკვლელობაზე", - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.


 

big_banner
არქივი