logo_geo
გია მურღულია: ჩვენი ახალგაზრდა თაობა, განათლებასა და კეთილდღეობას შორის პირდაპირ კავშირს ვერ ხედავს...
- +

31 მაისი. 2017. 18:24


 

 

შედეგი რომ სახარბიელო არ არის და ყოველი მე-4 რომ ბარიერს ვერ ლახავს, ყველასთვის თვალსაჩინოა. ჩვენ ეს შედეგი დიდი ხანია გვაქვს და ის ფაქტი, რომ შედეგი არსებითად არ იცვლება, ნიშნავს, რომ სათანადო დასკვნები არ გამოგვაქვს ან შეიძლება დასკვნები გამოგვაქვს, მაგრამ მიზეზის აღმოსაფხვრელად კარგად ვერ ვმოქმედებთ", - განაცხადა პედაგოგმა, ექსპერტმა განათლების სფეროში გია მურღულიამ გაზეთ „პრაიმტაიმთან" განათლების სფეროში არსებულ პრობლემებზე საუბრისას.

 

 „შედეგი რომ სახარბიელო არ არის და ყოველი მე-4 რომ ბარიერს ვერ ლახავს, ყველასთვის თვალსაჩინოა. ჩვენ ეს შედეგი დიდი ხანია გვაქვს და ის ფაქტი, რომ შედეგი არსებითად არ იცვლება, ნიშნავს, რომ სათანადო დასკვნები არ გამოგვაქვს ან შეიძლება დასკვნები გამოგვაქვს, მაგრამ მიზეზის აღმოსაფხვრელად კარგად ვერ ვმოქმედებთ. ამ შედეგის გამომწვევი რამდენიმე მიზეზი არსებობს. ჩვენ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები და სასწავლო გეგმა გვაქვს. თავი დავანებოთ იმას, კარგია თუ ცუდი, შესაცვლელია თუ დასაკორექტირებელი. მთავარია, რომ სახელმწიფო მისი დანერგვისა და რეალიზების ხარისხს ვერ აკონტროლებს. მე და თქვენ შეიძლება კარგი გადაწყვეტილება მივიღოთ, მაგრამ, თუ ამ გადაწყვეტილების დანერგვას კარგად არ ვმართავთ, შეიძლება ეს გადაწყვეტილება ჰაერში გამოკიდებული აღმოჩნდეს. მართებული გადაწყვეტილებების მიღება ცოტა და არასაკმარისია. როცა მე ვარ სკოლის დირექტორი, ვჯდები კოლეგებთან ერთად და ვიწყებ გაანალიზებას, როგორ შევასრულოთ ის, რაც ეროვნულ სასწავლო გეგმასა და ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებში წერია. მთავარი სამუშაო აქედან იწყება. დანერგვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მე და თქვენ ერთად ბევრ კარგ აზრს მოვიფიქრებთ, მაგრამ, თუ არ განხორციელდა, რა აზრი აქვს? ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ უნდა მოხდეს მიღებული გადაწყვეტილებების რეალიზება. მეორე მიზეზი მოსწავლეთა მოტივაციაა, რომელიც მაღალი არ არის. ჩვენი ახალგაზრდა თაობა, განათლებასა და კეთილდღეობას შორის პირდაპირ კავშირს ვერ ხედავს. მე ბევრი უნდა ვიმუშაო და ვიკითხო, ეს რთული პროცესია და თუ მე ჩემი ძალისხმევის შედეგებს ჩემსავე კეთილდღეობაში ვერ ვხედავ, ვზარმაცდები. მოსწავლეთა მოტივაცია გაცილებით მაღალი უნდა იყოს, რათა მათ შეძლონ და განათლების საჭირო დონეს მიაღწიონ",- განმარტა გია მურღულიამ.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი