logo_geo
გურამ შარაძის მკლელობა საზოგადოების დათრგუნვასა და ხალხში შიშის გამეფებას ემსახურებოდა!
- +

1 ივნისი. 2017. 11:16



„სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს სხვა რომ არაფერი დაეშავებინა, გასასამართლებლად მარტო გურამ შარაძის ვერაგული და ცინიკური მკვლელობა ეყოფოდა", - ამის შესახებ „ასავალ-დასავლი" წერს გურამ შარაძის მკლელობასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ სტატიაში.


„გურამ შარაძის მკვლელობაში სააკაშვილის რეჟიმმა მთელი თავისი ცინიზმი ჩადო - სრულიად საქართველოსთვის პატივსაცემი აკადემიკოსი სადმე მოფარებულში და ბნელ კუნჭულში კი არა, დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ გამზირზე, ხალხის თვალწინ დახვრიტა, მის ცხედარს კი მთელი საათის განმავლობაში ზეწარიც კი არ გადააფარა, რათა გამვლელ-გამომვლელს დიდხანს ეყურებინა და კარგად დაენახა ტყვიით განგმირული, საკუთარი სისხლით მოთხვრილი ეროვნული მოღვაწე.

 

ყოველივე ეს საზოგადოების დათრგუნვასა და ხალხში შიშის გამეფებას ემსახურებოდა!

 

გურამ შარაძის მკლელობისათვის დღეს სასჯელს „პირველი არხის" ყოფილი ოპერატორი, ერთი უთვისტომო ახალგაზრდა კაცი გიორგი ბარათელი იხდის, რომელსაც თურმე, აკადემიკოსთან „პირადი უთანხმოება" ჰქონია და „ყოფით ნიადაგზე" მოუკლავს იგი!

 

დღესავით ნათელია, რომ გურამ შარაძე გიორგი ბარათელს არ მოუკლავს!

 

თუმცა, გიორგი ბარათელი დღემდე ციხეში ზის, აკადემიკოსის ქალიშვილი რუსუდან შარაძე კი ამაოდ ითხოვს მის გათავისუფლებასა და ნამდვილი მკვლელების დაპატიმრებას", - წერს „ასავალ-დასავალი"


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი